(VIDEO) ინტერვიუ ქალთან, რომლის ფოტომ აქციიდან სოციალური ქსელები მოიცვა - კვირის პალიტრა

(VIDEO) ინტერვიუ ქალთან, რომლის ფოტომ აქციიდან სოციალური ქსელები მოიცვა

პარ­ლა­მენ­ტმა გუ­შინ სა­ბო­ლო­ოდ მი­ი­ღო კა­ნო­ნი “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ". მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში პრე­ზი­დენ­ტის ვე­ტო­და­დე­ბულ პრო­ექტს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში მყო­ფი დე­პუ­ტა­ტე­ბი პრო­ტეს­ტის ფონ­ზე გა­ნი­ხი­ლავ­დნენ. დი­ლი­დან პარ­ლა­მენ­ტთან აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ად­გილ­ზე უპ­რე­ცე­დენ­ტო რა­ო­დე­ნო­ბის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი იმ­ყო­ფე­ბო­და.

radio-1716964367.jpg

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი პარ­ლა­მენ­ტის მიერ "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექ­ტზე პრე­ზი­დენ­ტის ვე­ტოს დაძ­ლე­ვას საპ­რო­ტეს­ტო შე­ძა­ხი­ლე­ბით შეხ­ვდნენ. კერ­ძოდ, ის­მო­და შე­ძა­ხი­ლე­ბი: “მო­ნე­ბო”, “მო­ღა­ლა­ტე­ე­ბო”, “სირ­ცხვი­ლია”.

მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის და ფო­ტოგ­რა­ფე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­ში ჩანს, რომ ბევ­რი მო­ქა­ლა­ქე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ემო­ცი­უ­რად, ცრემ­ლით შეხ­ვდა. მათ შო­რის არის "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" ფოტო, სა­დაც გო­გო­ნა და ქალ­ბა­ტო­ნი არი­ან გა­მო­სა­ხუ­ლი.

ფო­ტო­ზე ხე­ლო­ვა­ნი ირა ლავ­რი­ნენ­კოა. მხატ­ვა­რი და გრა­ფი­კო­სი აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი კა­ნო­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პრო­ტეს­ტში. ამ­ბობს, რომ გო­გო­ნას, რო­მე­ლიც მას­თან ერ­თად არის ფო­ტო­ზე აღ­ბეჭ­დი­ლი, არ იც­ნობს.

ვიდეო იხილეთ ლინკზე - პირველი სატელევიზიო ინტერვიუ ქალთან, რომელიც გუშინ აქციაზე ატირდა