"დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში მოსკოვს დაბომბავდა თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა და პეკინს - თუ ჩინეთი ტაივანში შეიჭრებოდა" - რა ინფორმაციას ავრცელებს Washington Post? - კვირის პალიტრა

"დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში მოსკოვს დაბომბავდა თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა და პეკინს - თუ ჩინეთი ტაივანში შეიჭრებოდა" - რა ინფორმაციას ავრცელებს Washington Post?

ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში მოსკოვს დავბომბავდი თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, და პეკინს - თუ ჩინეთი ტაივანში შეიჭრებოდა. ამის შესახებ გამოცემა Washington Post-ის ინფორმაციით, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მისი საარჩევნო კამპანიის დონორებთან ერთ-ერთ შეხვედრაზე განაცხადა.

გამოცემის ცნობით, აღნიშნულმა განცხადებამ ღონისძიების დამსწრეების დიდი რაოდენობა გააკვირვა.

Washington Post-ის აღნიშნავს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ტრამპი იშვიათად ახსენებს უკრაინას.

გასულ წელს აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ომს ერთ დღეზე ნაკლებ დროში “მოაგვარებდა.” ხოლო მიმდინარე წლის აპრილში მან განაცხადა:

“როგორც ყველა თანხმდება, უკრაინის გადარჩენა და სიძლიერე ევროპისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ვიდრე ჩვენთვის, მაგრამ ეს ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია! დაჩქარდი, ევროპავ!”