"კიევში „ომის პარტიის“ მმართველობის პირობებში მშვიდობის შესახებ დიალოგი ძნელი წარმოსადგენია" - კრემლი ზელენსკის არალეგიტიმურს უწოდებს - კვირის პალიტრა

"კიევში „ომის პარტიის“ მმართველობის პირობებში მშვიდობის შესახებ დიალოგი ძნელი წარმოსადგენია" - კრემლი ზელენსკის არალეგიტიმურს უწოდებს

მშვიდობის შესახებ დიალოგი, კიევში „ომის პარტიის“ მმართველობის გათვალისწინებით, ძნელი წარმოსადგენია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„კიევს „ომის პარტია“ მართავს და ცდილობს, როგორც მინიმუმ სიტყვით, დაამარცხოს რუსეთი „ბრძოლის ველზე“. ასეთ პირობებში ძნელი წარმოსადგენია დიალოგი მშვიდობის შესახებ“, - განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, 2022 წლის 30 სექტემბრიდან უკრაინაში რუსეთთან მოლაპარაკებები იურიდიულად აკრძალულია.

„რაც შეეხება ვოლოდიმირ ზელენსკის სამართლებრივ სტატუსს 20 მაისის შემდეგ, როდესაც უკრაინის პრეზიდენტის უფლებამოსილება ამოიწურა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამ საკითხზე საკმაოდ მკაფიოდ ისაუბრა“, - აღნიშნა ლავროვმა.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 24 მაისს მინსკში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ლეგიტიმაცია დასრულდა.

„იმედი ვიქონიოთ, რომ ადრე თუ გვიან უკრაინაში გამოჩნდებიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც ხალხის ინტერესებზე იზრუნებენ, ამ დროისთვის სხვა გზა არ არსებობს, გარდა იმისა, რომ გავაგრძელოთ სპეციალური სამხედრო ოპერაცია, სანამ მისი მიზნების მიღწევა არ მოხდება“, - აღნიშნა პუტინმა.

"ინტერპრესნიუსი"