"მუ­ზე­უმ­თან მის­ვლა სა­ში­შია...ასე­თი რამ მე არ მახ­სოვს" - ლელა რაზიკაშვილი ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას მუზეუმთან მეწყრული პროცესების თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს (ვიდეო) - კვირის პალიტრა

"მუ­ზე­უმ­თან მის­ვლა სა­ში­შია...ასე­თი რამ მე არ მახ­სოვს" - ლელა რაზიკაშვილი ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას მუზეუმთან მეწყრული პროცესების თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს (ვიდეო)

ვაჟა-ფშა­ვე­ლას ფონ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლი ლელა რა­ზი­კაშ­ვი­ლი ჩარ­გალ­ში, ვა­ჟას მუ­ზე­უმ­თან, მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბის თა­ო­ბა­ზე სა­გან­გა­შო ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.

"ეს მდგო­მა­რე­ო­ბაა ჩარ­გალ­ში, ვა­ჟას სახლ-მუ­ზე­უმ­ში... დაძ­რუ­ლია მუ­ზე­უ­მის ხიდი, ხი­დის მიმ­დე­ბა­რე მიწა. ავ­ტო­ბუ­სის მო­საც­დე­ლი წყალ­მა წა­ი­ღო, ტრანსფორ­მა­ტო­რი და ის მწვა­ნე პა­ტა­რა ჯი­ხუ­რიც. მუ­ზე­უმ­თან მის­ვლა სა­ში­შია... ასე­თი რამ მე არ მახ­სოვს, არ ახ­სოვთ ჩემ­ზე უფ­რო­სებ­საც! ღმერ­თო უშ­ვე­ლე ჩემს პა­ტა­რა სა­მო­თხეს და ჩემს ქვე­ყა­ნას მთლი­ა­ნად! კი­დევ საწ­ვიმ­რად ემ­ზა­დე­ბაო..." - წერს ლელა რაზიკაშვილი.