5 დისტოპიური წიგნი, რომლებსაც წიგნის ფესტივალზე შეიძენთ - კვირის პალიტრა

5 დისტოპიური წიგნი, რომლებსაც წიგნის ფესტივალზე შეიძენთ

დის­ტო­პია მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ჟან­რია, რო­მე­ლიც ასა­ხავს არა­სა­სურ­ვე­ლი, სა­ზა­რე­ლი ან სა­ში­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის წყო­ბი­ლე­ბას. უტო­პი­ის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რო­მე­ლიც იდე­ა­ლურ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ასა­ხავს, დის­ტო­პია ემ­სა­ხუ­რე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი, პო­ლი­ტი­კუ­რი თუ ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ტენ­დენ­ცი­ე­ბის შე­საძ­ლო ნე­გა­ტი­უ­რი შე­დე­გე­ბის წარ­მო­ჩე­ნას.

დის­ტო­პი­უ­რი ჟან­რის წიგ­ნებ­ში ავ­ტო­რე­ბი ხში­რად ახ­დე­ნენ არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მო­მა­ვალ­ში ექ­სტრა­პო­ლა­ცი­ას. ეს ხერ­ხი სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს მწერ­ლებს გა­აკ­რი­ტი­კონ თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა­დას­ხვა ას­პექ­ტე­ბი, იქ­ნე­ბა ეს ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მი, კონ­ტრო­ლი ინ­დი­ვიდ­ზე, ეკო­ლო­გი­უ­რი კა­ტას­ტრო­ფე­ბი თუ სო­ცი­ა­ლუ­რი ნორ­მე­ბის დეგ­რა­და­ცია.

დის­ტო­პი­უ­რი მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა მკი­თხველს აი­ძუ­ლებს იფიქ­როს ჩვე­ნი ამ­ჟა­მინ­დე­ლი ქმე­დე­ბე­ბი­სა და არ­ჩე­ვა­ნის შე­საძ­ლო შე­დე­გებ­ზე; და­ა­ნა­ხოს კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა, სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და უკე­თე­სი მო­მავ­ლის­თვის ბრძო­ლის მნიშ­ვნე­ლო­ბა.

მხევ­ლის წიგ­ნი

„მხევ­ლის წიგ­ნი“ 1985 წელს გა­მოქ­ვეყ­ნდა და მკი­თხვე­ლი­სა და კრი­ტი­კო­სე­ბის ყუ­რა­დღე­ბა სწრა­ფად მი­ი­პყრო თა­ვი­სი ში­ნა­არ­სის, თხრო­ბის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი მა­ნე­რი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი სა­კი­თხე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბას­თან რე­ლე­ვან­ტუ­რო­ბის გამო. წიგნ­ში, ავ­ტო­რი თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრობ­ლე­მებს აყე­ნებს - რე­ლი­გი­უ­რი ფუნ­და­მენ­ტა­ლიზ­მი, ფე­მი­ნიზ­მი, კონ­სუ­მე­რიზ­მი და ძა­ლა­უფ­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა, რომ­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლე­ბა 1980-იანი წლე­ბის შუა პე­რი­ო­დი­დან, რა­მაც რო­მა­ნი თით­ქმის წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლუ­რი გა­ხა­და.

„მხევ­ლის წიგ­ნი“ – წიგ­ნი მო­მა­ვალ­ზე, რო­მე­ლიც ახ­ლოს არის, იმა­ზე, რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, თუ გა­მუდ­მე­ბით თვალს დავ­ხუ­ჭავთ ძა­ლა­დო­ბა­ზე, შე­ვუ­შინ­დე­ბით პრობ­ლე­მე­ბის და­ნახ­ვას, ჩა­ვი­კე­ტე­ბით და არ შე­ვიმ­ჩნევთ, რო­გორ იკ­რე­ბენ ძა­ლებს რე­ლი­გი­უ­რი ექ­სტრე­მის­ტე­ბი და აფარ­თო­ე­ბენ თა­ვი­ანთ გავ­ლე­ნას.

ნა­წარ­მო­ებ­ში მოქ­მე­დე­ბა ახლო მო­მა­ვალ­ში, ახალ ინ­გლის­ში, პატ­რი­არ­ქა­ლურ, ტო­ტა­ლი­ტა­რულ სა­ხელ­მწი­ფო­ში, გი­ლე­ა­დის რეს­პუბ­ლი­კა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. წიგ­ნის მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი გახ­ლავთ ქალი, სა­ხე­ლად ფრე­დი­სა, რო­მე­ლიც მხე­ვალ­თა კას­ტას მი­ე­კუთ­ვნე­ბა, რო­მელ­თაც მა­მა­კა­ცე­ბის­თვის – გი­ლე­ა­დის მმარ­თვე­ლი კლა­სის­თვის – ბავ­შვე­ბის გა­ჩე­ნა ევა­ლე­ბათ. მისი ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლი - ჯუ­ნია. ფრე­დი­სა მას გი­ლე­ად­ში და­არ­ქვეს, სა­ხე­ლი ფრე­დი­სა ნიშ­ნავს იმ მა­მა­კა­ცის (ფრე­დის) კუთ­ვნი­ლე­ბას, ვი­საც მან შვი­ლი უნდა გა­უ­ჩი­ნოს.

1984

XX სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთი უდი­დე­სი რო­მა­ნი, ჯორჯ ორუ­ე­ლის წიგ­ნი - გაფრ­თხი­ლე­ბა და, ამავდრო­უ­ლად, სა­სო­წარ­კვე­თაა ადა­მი­ა­ნის მო­მავ­ლის გამო. ის გვაფრ­თხი­ლებს, რომ თუ ჩვე­ნი ის­ტო­რია გეზს არ შე­იც­ვლის, მა­შინ ადა­მი­ა­ნე­ბი და­კარ­გა­ვენ ყვე­ლა­ზე ადა­მი­ა­ნურ თვი­სე­ბებს და, მათ­თვის­ვე შე­უმ­ჩნევ­ლად, უსუ­ლო საგ­ნე­ბად იქ­ცე­ვი­ან. XX სა­უ­კუ­ნის ერთ-ერ­თმა უდი­დეს­მა რო­მან­მა, 1984, სა­პა­ტიო ად­გი­ლი და­იმ­კვიდ­რა მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში. ჯორჯ ორუ­ე­ლი თა­ვი­სი დრო­ის პო­ლი­ტი­კუ­რი მწე­რა­ლი იყო. მას სძულ­და ტო­ტა­ლი­ტა­რიზ­მი, კრი­ტი­კუ­ლი თვა­ლით უყუ­რებ­და კო­მუ­ნიზმს და ემ­ხრო­ბო­და სო­ცი­ა­ლიზმს. ვერ იტან­და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლებს, თუმ­ცა თვი­თონ ლი­ტე­რა­ტუ­რის კრი­ტი­კო­სი იყო. სძულ­და პირ­მოთ­ნე­ო­ბა და სი­სას­ტი­კე ცხოვ­რე­ბა­შიც და ლი­ტე­რა­ტუ­რა­შიც. 1984 - გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი ძალ­მო­სი­ლე­ბის ორი­გი­ნა­ლუ­რი რო­მა­ნი - დღემ­დე თა­ნა­მედ­რო­ვე კლა­სი­კი­სა და ე.წ. „ნე­გა­ტი­უ­რი უტო­პი­ის“ დიდ ნი­მუ­შად რჩე­ბა. მას­ში აღ­წე­რი­ლი წარ­მო­სახ­ვი­თი სამ­ყა­რო და­მა­ჯე­რე­ბე­ლია პირ­ვე­ლი­დან უკა­ნას­კნელ ბწ­კა­რამ­დე.

ცხო­ვე­ლე­ბის ფერ­მა

„ცხო­ვე­ლე­ბის ფერ­მა“ ჯორჯ ორუ­ე­ლის სა­ტი­რუ­ლი ალე­გო­რია საბ­ჭო­თა ტო­ტა­ლი­ტა­რიზ­მზე. გა­მო­ი­ცა 1945 წელს. წიგ­ნის მთა­ვა­რი მოვ­ლე­ნე­ბი და­ფუძ­ნე­ბუ­ლია სტა­ლი­ნის ეპო­ქის ამ­ბებ­ზე. ჯორჯ ორუ­ე­ლის „ცხო­ვე­ლე­ბის ფერ­მა“ - აკ­რძა­ლუ­ლი რო­მა­ნი, ანუ ვინ აშე­ნებს უტო­პი­ურ სა­ხელ­მწი­ფოს! რით ჰგვა­ნან „ცხო­ვე­ლე­ბის ფერ­მის“ პერ­სო­ნა­ჟე­ბი - ღორი ნა­პო­ლე­ო­ნი, ძაღ­ლი პინ­ჩე­რი, თვი­ნი­ე­რი ცხვა­რი, და­მო­ნე­ბუ­ლი ცხე­ნე­ბი, იხ­ვის ჭუ­ჭუ­ლე­ბი და მათი მე­გობ­რე­ბი ადა­მი­ა­ნებს; რა­ტომ უნდა გა­მო­ცე­მუ­ლი­ყო გა­ცი­ლე­ბით ადრე ჯორჯ ორუ­ე­ლის ეს მი­ნი­რო­მა­ნი; რა და­ეხ­მა­რე­ბა ძველ თა­ო­ბას იმის­თვის, რომ არა­სო­დეს და­ი­ვი­წყოს, სა­ი­დან მო­დი­ან და რა­ტომ არ უნდა გა­უჩ­ნდეთ ახალ­გაზ­რდებს ცხო­ვე­ლე­ბის ფერ­მა­ში დაბ­რუ­ნე­ბის სურ­ვი­ლი. რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ ღო­რებ­მა კე­დელ­ზე დი­დად და­წე­რეს შვი­დი კა­ნო­ნი, რომ­ლე­ბიც ფერ­მის ყვე­ლა ბი­ნა­დარს უნდა და­ეც­ვა. რო­დე­საც ღო­რებ­მა თა­ვად და­ი­წყეს წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა, პა­რა­ლე­ლუ­რად კა­ნო­ნებ­მაც დე­ფორ­მა­ცია გა­ნი­ცა­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ღო­რე­ბი მა­ინც აჯე­რებ­დნენ და­ნარ­ჩენ ცხო­ვე­ლებს, რომ კა­ნო­ნებ­ში არა­ფე­რი არ იყო შეც­ვლი­ლი და მათ მუ­დამ ახ­ლან­დე­ლი სახე ჰქონ­დათ.

არა­სო­დეს გა­მიშ­ვა

ნო­ბე­ლი­ან­ტი მწერ­ლის ან­ტი­უ­ტო­პი­უ­რი რო­მა­ნი 2005 წელს გა­მო­ი­ცა. ან­ტი­უ­ტო­პი­უ­რი რო­მა­ნი, რო­მელ­შიც ადა­მი­ა­ნად ყოფ­ნის იდეა სამი მო­ზარ­დის ცხოვ­რე­ბის მა­გა­ლით­ზეა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. რუთი, ქე­ი­თი და ტომი ინ­გლი­სის გა­ნა­პი­რას მდე­ბა­რე პან­სი­ო­ნის, ჰე­ილ­შე­მის აღ­საზ­რდე­ლე­ბი არი­ან. მოქ­მე­დე­ბა ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ინ­გლის­ში ხდე­ბა, ხოლო ჰე­ილ­შე­მი გარე სამ­ყა­როს­გან სრუ­ლად მო­წყვე­ტი­ლი ად­გი­ლია, სა­დაც უც­ნა­უ­რი, აუხ­სნე­ლი წე­სე­ბი მოქ­მე­დებს. მას­წავ­ლებ­ლე­ბი მუდ­მი­ვად შთა­ა­გო­ნე­ბენ მოს­წავ­ლე­ებს, რომ ისი­ნი გან­სა­კუთ­რე­ბულ­ნი არი­ან. მაგ­რამ რა­ტომ არი­ან გან­სა­კუთ­რე­ბულ­ნი? რა გა­მო­არ­ჩევს „ჰე­ილ­შე­მის შვი­ლებს“ სხვე­ბის­გან? ამ კი­თხვებ­ზე მათ არა­ვინ სცემს პა­სუხს და ბავ­შვებ­მა ჯერ არ იცი­ან, რომ წინ კი­დევ უფრო უც­ნა­უ­რი რე­ა­ლო­ბის აღ­მო­ჩე­ნა, უამ­რა­ვი ტკი­ვი­ლი და იმედ­გაც­რუ­ე­ბაა... „არა­სო­დეს გა­მიშ­ვა“ სევ­დი­ა­ნი, ამა­ღელ­ვე­ბე­ლი, გულ­ში ჩამ­წვდო­მი მრა­ვალშრი­ა­ნი რო­მა­ნია, რო­მე­ლიც უამ­რავ სა­ფიქ­რალს ტო­ვებს. მას­ში ყვე­ლა­ფე­რია მო­გო­ნე­ბე­ბი, ოჯა­ხი, მე­გობ­რო­ბა, დიდი სიყ­ვა­რუ­ლი და ეს ყვე­ლა­ფე­რი იმ­დე­ნად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რა­კურ­სით და შთამ­ბეჭ­და­ვად არის ნაჩ­ვე­ნე­ბი, რომ მკი­თხველ­ში და­უ­ვი­წყარ ემო­ცი­ებს იწ­ვევს. „არა­სო­დეს გა­მიშ­ვა“, შე­იძ­ლე­ბა, პო­ლი­ტი­კურ რო­მა­ნად ან ტრი­ლე­რად მოგ­ვეჩ­ვე­ნოს, მაგ­რამ, სი­ნამ­დვი­ლე­ში, ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლუ­რი იგა­ვია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ ბედ­ნი­ე­რე­ბის პოვ­ნას მა­ნამ, სა­ნამ ირ­გვლივ სიბ­ნე­ლე ჩა­მოწ­ვე­ბა.

კლა­რა და მზე

"ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი მწერ­ლის მო­მა­ჯა­დო­ე­ბე­ლი რო­მა­ნი, რო­მე­ლიც მწა­რედ, ტკი­ვი­ლით დაგ­ვა­ფიქ­რებს სიყ­ვა­რულ­სა და მარ­ტო­ო­ბა­ზე, იმა­ზე, თუ რო­გო­რია ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის როლი ჩვენს მო­მა­ვალ­ში. ეს კლა­რას ამ­ბა­ვია, რო­მელ­საც ის თა­ვად მოგ­ვი­თხრობს. კლა­რა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, ყვე­ლა ანა­ლო­გის­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ხე­ლოვ­ნუ­რი მე­გო­ბა­რია. ის მა­ღა­ზი­ის ვიტ­რი­ნა­ში დგას და ყუ­რა­დღე­ბით ადევ­ნებს თვალს გამ­ვლე­ლებს, აკ­ვირ­დე­ბა მათ და ელის კლი­ენტს, რო­მე­ლიც მას ამო­ირ­ჩევს. ასე­თი კლი­ენ­ტი გა­მოჩ­ნდე­ბა და კლა­რა ნამ­დვილ ოჯახს იძენს. მაგ­რამ რას ნიშ­ნავს „ნამ­დვი­ლი“ სამ­ყა­რო­ში, რო­მე­ლიც გაჟ­ღენ­თი­ლია პრაგ­მა­ტიზ­მით, რა­ცი­ო­ნა­ლუ­რო­ბი­თა და ათას­გვა­რი ში­შით? „კლა­რა და მზე“ არის სუ­ლის შემ­ძვრე­ლი, და­უ­ვი­წყა­რი წიგ­ნი, რო­მე­ლიც, რო­ბო­ტის გულ­წრფე­ლი და შე­უ­და­რე­ბე­ლი თხრო­ბის მეშ­ვე­ო­ბით, სრუ­ლი­ად სხვაგ­ვა­რად დაგ­ვა­ნახ­ვებს სა­კუ­თარ თა­ვებს, ჩვენს ქცე­ვას და დაგ­ვა­ფიქ­რებს მა­რა­დი­ულ კი­თხვა­ზე: რა არის სიყ­ვა­რუ­ლი?"

შე­გახ­სე­ნებთ, რომ თბი­ლი­სის წიგ­ნის ფეს­ტი­ვა­ლი 30 ივ­ნი­სი­დან 2 მა­ი­სის ჩათ­ვლით „ექ­სპო ჯორ­ჯი­ას“ მე-5, მე-6 და მე-11 პა­ვი­ლი­ო­ნებ­ში გა­ი­მარ­თე­ბა. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მი­სულ სტუმ­რებს ტრა­დი­ცი­უ­ლად უამ­რა­ვი წიგ­ნი, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პროგ­რა­მა, სხვა­დას­ხვა შე­თა­ვა­ზე­ბა და ფას­დაკ­ლე­ბე­ბი ელო­დე­ბათ. წელს ფეს­ტი­ვა­ლი გა­ნახ­ლე­ბუ­ლი პროგ­რა­მი­თა და ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით უმას­პინ­ძლებს რო­გორც ზრდას­რულ, ისე პა­ტა­რა მკი­თხველს.

R