"მო­ტო­ციკ­ლი ნა­წი­ლე­ბად ეყა­რა, სულ დაშ­ლი­ლი... ალ­კოჰო­ლუ­რი თრო­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ მყო­ფი ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლი მო­პედს და­ე­ჯა­ხა" - რას წერს თვითმხილველი? - კვირის პალიტრა

"მო­ტო­ციკ­ლი ნა­წი­ლე­ბად ეყა­რა, სულ დაშ­ლი­ლი... ალ­კოჰო­ლუ­რი თრო­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ მყო­ფი ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლი მო­პედს და­ე­ჯა­ხა" - რას წერს თვითმხილველი?

ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას თბი­ლის­ში ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი ემსხვერ­პლა. შემ­თხვე­ვა გუ­შინ, გვი­ან ღა­მით მოხ­და. შე­შე­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე, მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა მო­ტო­ციკ­ლეტს შე­ე­ჯა­ხა. მო­ტო­ციკ­ლის მძღო­ლი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა.

გარ­დაც­ვლი­ლი მა­მუ­კა ქო­ბუ­ლი­აა, რო­მე­ლიც "გლო­ვო­ში" მუ­შა­ობ­და კუ­რი­ე­რად.

"გუ­შინ ღა­მით თბი­ლის­ში დიღ­მის ხიდ­ზე ალ­კოჰო­ლუ­რი თრო­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ მყო­ფი ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლი მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რით, წი­თელ­ზე გავ­ლი­სას მო­პედს და­ე­ჯა­ხა, "გლო­ვოს" კუ­რი­ე­რი მო­პე­დის მძღო­ლი მა­მუ­კა ქო­ბუ­ლია ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა, ვი­ზი­ა­რებ ოჯა­ხის უდი­დეს მწუ­ხა­რე­ბას" - წერს და­ღუ­პუ­ლის ახ­ლო­ბე­ლი სოცქსელ­ში.

რას წერს უმ­ძი­მე­სი ავა­რი­ის თვითმხილ­ვე­ლი:

"ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს წინ შე­ვას­წა­რი, გუ­შინ ღა­მით. სა­ში­ნე­ლი ად­გი­ლია ეგ, რომ იცო­დეთ. ჯიპ­ზე იყო წი­ნი­დან და­ჯა­ხე­ბუ­ლი, გე­გო­ნე­ბო­და ჯიპს სატ­ვირ­თო და­ე­ჯა­ხაო, ისე­თი და­ზი­ა­ნე­ბა ჰქონ­და, მო­ტო­ციკ­ლი ნა­წი­ლე­ბად ეყა­რა, სულ დაშ­ლი­ლი. კი­დევ ერთხელ ვი­ზი­ა­რებ ოჯა­ხის მწუ­ხა­რე­ბას და ნა­თე­ლი მის სულს " - წერს მო­ქა­ლა­ქე.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.

ambebi.ge