თბილისის წიგნის 26-ე საერთაშორისო ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა - კვირის პალიტრა

თბილისის წიგნის 26-ე საერთაშორისო ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა

თბილისის წიგნის 26-ე საერთაშორისო ფესტივალი დღეს ოფიციალურად გაიხსნა. ტრადიციად ქცეული ღონისძიება წელს განახლებული პროგრამითა და ღონისძიებებით მასპინძლობს როგორც ზრდასრულ, ისე პატარა მკითხველს.

ფესტივალი 30 ივნისიდან 2 მაისის ჩათვლით „ექსპო ჯორჯიას“ მე-5, მე-6 და მე-11 პავილიონებში გაიმართება. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს უამრავი წიგნი, მრავალფეროვანი ლიტერატურული პროგრამა, სხვადასხვა შეთავაზება და ფასდაკლებები ელოდებათ.

მიმდინარე წელს ღონისძიებაზე რეგისტრირებულია 70-მდე ორგანიზაცია, მათ შორის 50-მდე წიგნის გამომცემელი და გამავრცელებელი, საგანმანათლებლო დაწესებულებები, წიგნთან დაკავშირებული აქსესუარები, საელჩოები და სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციები.

წელს პირველად „ექსპო ჯორჯიას“ მეხუთე და მეოთხე პავილიონების მიმდებარედ დაემატა „ფლი მარკეტი“, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართველი მეწარმეების პროდუქცია.

სიახლეებს შორისა ამერიკული განათლების კუთხეც. ეს გახლავთ უნიკალური შესაძლებლობა სკოლის მოსწავლეებისთვის და მაგისტრატურის საფეხურით დაინტერესებული პირებისთვის, 4 დღის განმავლობაში უფასო კონსულტაცია მიიღონ ამერიკაში საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე. ამასთან, ქართულ-ამერიკული განათლების ცენტრ LEAF-ის წარმომადგენელი ჩაატარებს სემინარებს ამერიკაში სწავლასთან, დაფინანსებასთან და აღნიშნულისთვის საჭირო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით.

R