რას შეიძენთ 100 ლარად თბილისის წიგნის ფესტივალზე
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი შესანიშნავი შესაძლებლობაა, გაამდიდრო სახლის ბიბლიოთეკა ახალი წიგნებით, ისარგებლო საუკეთესო შეთავაზებებითა და ფასდაკლებებით, დაესწრო ღონისძიებებს, ახალი წიგნების წარდგენებს და შეხვდე თანამედროვე ქართველ მწერლებს.
წიგნის ფესტივალი უკვე დაიწყო! 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით „ექსპო ჯორჯიას“ მე-5, მე-6 და მე-11 პავილიონებში ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს უამრავი წიგნი, მრავალფეროვანი ლიტერატურული პროგრამა დახვდებათ.
რას შეიძენთ 100 ლარად გამომცემლობა „პალიტრა L”-ის დახლთან:
ბითლზი - ლივერპულიდან ები როუდამდე
მათთვის, ვისაც მუსიკა და დიდი შემსრულებლების ბიოგრაფია აინტერესებს, შეუძლებელია, ეს ბიოგრაფიული ნამუშევარი სასურველი საჩუქარი არ იყოს. „ბითლზი - ლივერპულიდან ები როუდამდე“ მაღალი პოლიგრაფიული ხარისხის წიგნი-ალბომია, რომელიც ლეგენდარული ჯგუფის დაბადებიდან ბოლო ალბომამდე მნიშვნელოვან დეტალებს მოგვითხრობს. ვინ იცის, როგორი იქნებოდა მსოფლიო „ბითლზის“ გარეშე?! მათ დაიპყრეს სამყარო და ეს საოცარი წიგნი მოგვითხრობს მათ განმაცვიფრებელ ამბავს ჯგუფის დაბადებიდან ბოლო ჩაწერამდე, წლების მიხედვით. წიგნის ავტორი ერნესტო ასანტეა. თბილისის წიგნის ფესტივალზე მის შეძენას ფასდაკლებით - 50 ლარად შეძლებთ!
აქსი ო-ს „XOXO სიყვარულის მუსიკა“ Liberteens-ის სერიიდანაა და განკუთვნილია 13-19 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის. ჯენის არასოდეს ჰყოლია შეყვარებული, არც დრო ჰქონია ქეი-პოპის ან სხვა გასართობისთვის. მას ერთი ოცნება აქვს - სურს პროფესიონალი ვიოლონჩელისტი გახდეს. ერთ დღესაც ერთ უცნაურ და იდუმალ ბიჭს, ჯევუს შეხვდება. გასეირნება ლოს-ანჯელესში, რომანტიკული საღამო... და ჯენის ეჩვენება, რომ დიდი სიყვარული მოვიდა, მაგრამ ჯევუ კორეაში ერთ-ერთი პოპულარული ქეი-ჯგუფის წევრია, მათ კი ეკრძალებათ გოგონებთან შეხვედრა. ინისი ორ სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობენ, მეტიც, აღმოჩნდა, რომ გოგონას სიყვარული ხელს უშლის მუსიკალურ სკოლაში სწავლაში და ჯევუსაც ენგრევა მომღერლის კარიერა, რომლის მისაღწევადაც ძალიან ბევრი იშრომა. ამიტომ შეყვარებულებმა უნდა გადაწყვიტონ, ღირს კი მათი სიყვარული ოცნებაზე უარის თქმად. წიგნის შეძენას ფესტივალზე ასევე ფასდაკლებით - 12 ლარად შეძლებთ.
პეტრა ველზებორის წიგნი „ლურჯი ოკეანის“ სერიის ფარგლებში გამოიცა. ბევრი ჩვენგანი გამოფიტვის ზღვარზე მუშაობს და კარიერას შრომა-დასვენების ჯანსაღი ბალანსის რეჟიმსაც სწირავს. არადა, წარმატებისა და ბედნიერებისკენ მიმავალი გზა სწორედ საკუთარი თავით უნდა დავიწყოთ. ნაცვლად იმისა, რომ გადაღლისა და გამოფიტვის გზას მივდიოთ, მენტალური ჯანმრთელობის ცნობილი ექსპერტი პეტრა ველზებორი გვასწავლის, როგორ უნდა ვიზრუნოთ საკუთარ კეთილდღეობასა და სულიერ ჯანმრთელობაზე, რა პრიორიტეტები უნდა დავიცვათ. „დაიწყეთ საკუთარი თავით“ დაგეხმარებათ შინაგანი და გარე გავლენების გააზრების, პიროვნების განვითარების ხელშემწყობი მექანიზმების სასიცოცხლო სტრატეგიების ათვისებაში, რაც ბედნიერ ცხოვრებასა და წარმატებულ კარიერას მოგიტანთ. პეტრა ველზებორი პირად გამოცდილებას ეყრდნობა, როდესაც ტრავმებსა თუ სიძნელეებთან ჭიდილის თაობაზე საკუთარ მიგნებებს გვიზიარებს და ცხოვრებაში რთული პერიოდების გადალახვასა და დადებითი მსოფლაღქმის ჩამოყალიბებას გვასწავლის. „დაიწყეთ საკუთარი თავით“ გაჯერებულია კონკრეტული ცხოვრებისეული შემთხვევების ანალიზითა და ფსიქოლოგიური კვლევების მაგალითებით. ეს წიგნი იქცევა მთავარ სახელმძღვანელოდ მათთვის, ვისაც სურს წარმატებას მიაღწიოს მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვისას და უკეთესობისკენ შეცვალოს საკუთარი ცხოვრება და კარიერა. წიგნს ფესტივალზე სააქციო ფასად - 14 ლარად შეიძენთ.
ფრანჩესკა მატეონის წიგნი „მიჰყევი ტაროს“, შესავალი და საიმედო გზამკვლევია ტაროს სამყაროში. ის დაგეხმარება ტაროს კრეატიულად გამოყენებაში. ტარო კარგი საშუალებაა საკუთარი თავის, ბედისწერისა თუ მომავლის გამოსარკვევად. ეს წიგნი-ბლოკნოტი დაგეხმარება, დააკვირდე შენი ცხოვრების კონკრეტულ სიტუაციას, ჩაინიშნო მნიშვნელოვანი მომენტები, შთაბეჭდილებები და საინტერესო იდეები კი ჩაიწერო. აქვე დაგხვდება სასარგებლო სავარჯიშოები, რეკომენდაციები შესაბამისი მუსიკის შესახებ, პრაქტიკული რჩევები. მიჰყევი ტაროს - ასე შენ სრულიად ახალ, იდუმალ და ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურებ! წიგნის სააქციო ფასი ფესტივალზე 24 ლარი იქნება.
გამომცემლობა „პალიტრა L” ტრადიციულად, განსაკუთრებულად მოემზადა. 4 დღის განმავლობაში დაგეგმილია შეხვედრები ავტორებთან, ახალი წიგნების წარდგენები. სპეციალური შეთავაზებები კი „პალიტრა L-ის“ სხვადასხვა სერიის წიგნებზე იმოქმედებს. მათ შორის იქნება „იკითხე ქართული XXI“, „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“, რომელიც გაგრძელებაა პროექტისა „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ“.
R