იმოგზაურე საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებში Star Car-თან ერთად - კვირის პალიტრა

იმოგზაურე საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებში Star Car-თან ერთად

მათ, ვისაც კავკასიის რეგიონის გაცნობა სურს, Star Car განსაკუთრებულ მომსახურებას სთავაზობს. მანქანების გაქირავების წამყვანი ქართული კომპანია მოგზაურებს დაქირავებული ავტომობილით საქართველოს საზღვრის კვეთისა და სომხეთისა და აზერბაიჯანის მონახულების შესაძლებლობას აძლევს.

„Star Car მანქანების გაქირავების კომპანიების იმ მცირე ჩამონათვალშია, რომელიც თავის მომხმარებლებს ამ ტიპის სერვისს სთავაზობს და აძლევს საშუალებას საქართველოში დაქირავებული მანქანითვე მოიაროს მეზობელი ქვეყნები. აღსანიშნავია, რომ საზღვრის კვეთას ჩვენი მომხმარებლების დაახლოებით 15-20% ითხოვს.

ამ სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა, წინასწარ, ერთი კვირით ადრე მოხდეს კომპანიასთან შეთანხმება, რათა ჩვენმა გუნდმა გენერალური მინდობილობის მომზადება დროულად უზრუნველყოს“, – ამბობენ Star Car-ში.

გარდა ამისა, Star Car კიდევ მრავალი უპირატესობით გამოირჩევა, რომელთა შორისაცაა მრავალფეროვანი ავტოპარკი, დაჯავშნის მარტივი სისტემა, ხელმისაწვდომი ფასები, გადახდა წინასწარი შენატანის გარეშე და ა.შ.

Star Car-ში, ასევე, დაჯავშნილი მანქანის აყვანა-ჩაბარება საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზეა შესაძლებელი. ამისთვის მომხმარებელმა სასურველი ლოკაციის შესახებ კომპანიას 24 საათით ადრე უნდა აცნობოს. თუ მოგზაური ქუთაისში იმყოფება, მანქანის ნებისმიერ ადგილზე აყვანას დამატებითი გადასახადის გარეშე შეძლებს. Star Car-ში არც დღიურად გავლილი მანძილია შეზღუდული, რაც იმას ნიშნავს, რომ დამქირავებელს შეუძლია ნებისმიერი მასშტაბის მარშრუტი დაგეგმოს. სურვილის შემთხვევაში კი, ისარგებლოს მძღოლის მომსახურებითაც, ასევე, ნებისმიერ დისტანციაზე.

Star Cars-ის კიდევ ერთი უპირატესობაა 24 საათიანი მხარდაჭერის სერვისია, რომლის დახმარებითაც მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ დახმარება მანქანის დაქირავებამდე და მის შემდეგაც.

„ჩვენი გუნდი ცდილობს, მომხმარებლებს დაანახოს, თუ რას ნიშნავს ნამდვილი ქართული სტუმართმოყვარეობა. ამიტომ მათ მეგობრულად ვხვდებით და ვეხმარებით ნებისმიერი საკითხის გადაჭრაში. ასე რომ, მოგზაურებს შეუძლიათ მოგვმართონ არა მხოლოდ სერვისთან დაკავშირებული კითხვებით, არამედ სხვა ტიპის კონსულტაციისთვისაც. შედეგად, საკმაოდ დიდია კმაყოფილი მომხმარებლების რიცხვი, რომლებიც შემდგომ სხვებთანაც გვიწევენ რეკომენდაციას“, – ამბობენ Star Car-ში.

ასე რომ, დაჯავშნე მანქანა Star Car-ის ვებ-გვერდზე https://starcar.ge/en, აღმოაჩინე საქართველო და მისი მეზობელი ქვეყნები და კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადე შენი მოგზაურობა კავკასიის რეგიონში.

(R)