"ბავშვი რომ მეყოლა, ერთ წელში დავიღალე, დავბერდი... მის ბაღში წასვლას ველოდებოდი, იქნებ დავისვენო-თქო" - ნინა სუბლატი დეპრესიასა და განქორწინებაზე - კვირის პალიტრა

"ბავშვი რომ მეყოლა, ერთ წელში დავიღალე, დავბერდი... მის ბაღში წასვლას ველოდებოდი, იქნებ დავისვენო-თქო" - ნინა სუბლატი დეპრესიასა და განქორწინებაზე

ნინა სუბ­ლა­ტი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის გა­და­ცე­მა­ში პოსტ სამ­შო­ბი­ა­რო დეპ­რე­სი­ის შე­სა­ხებ ჰყვე­ბა. მომ­ღერ­ლის თქმით, ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ებ­რძო­და მძი­მე დეპ­რე­სი­ას და მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მოს­ვლა­ში სა­კუ­თა­რი თავი და­ეხ­მა­რა.

ნინა სუბ­ლატ­სა და გი­ორ­გი შა­მა­ნა­ურს პირ­ვე­ლი შვი­ლი, ვაჟი, 2020 წლის აგ­ვის­ტო­ში შე­ე­ძი­ნათ. წყვი­ლი 2013 წლი­დან იყ­ვნენ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი. თუმ­ცა რო­გორც ნინა ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, ახლა და­შო­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას დეპ­რე­სი­ა­ში ყოფ­ნას არ აბ­რა­ლებს, მისი თქმით, რო­დე­საც მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა დაძ­ლია და გა­მო­ნათ­და, მა­შინ გან­ქორ­წინ­და.

- ძა­ლი­ან კარ­გად ვარ, ბავ­შვი იზ­რდე­ბა, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ხდე­ბა მისი ცხოვ­რე­ბაც, უსაყ­ვარ­ლე­სია, მეც, სხვა­ნა­ი­რად და­ვი­წყე სამ­ყა­როს აღ­ქმა, მისი თვა­ლე­ბიც, რაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა და ჩემ­თვი­საც მო­უ­ლოდ­ნე­ლია. ძა­ლი­ან კარგ დროს ვა­ტა­რებთ ერ­თად. მთე­ლი დღე ერ­თად ვართ. არ მქონ­და და­გეგ­მი­ლი ძიძა მყო­ლო­და.

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ჩემ­თვის ამერ­ჩია ისე­თი დრო შვი­ლის გა­სა­ჩე­ნად, რა დრო­საც მე ვიქ­ნე­ბო­დი თა­ვი­სუ­ფა­ლი და არ მექ­ნე­ბო­და იმის შეგ­რძნე­ბა, რომ რა­ღა­ცას გა­მო­ვაკ­ლდი და ვერ ვა­კე­თებ. 4 წლის ხდე­ბა, ისევ არ მყავს ძიძა, მე ვზრდი და შე­სა­ნიშ­ნა­ვად ვა­ტა­რებთ დროს.

რა­ღაც მხრივ კა­რი­ე­რას­თან და­მა­შო­რა, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ უსა­ზღვრო ენერ­გია მაქვს, მაგ­რამ ბავ­შვი რომ მე­ყო­ლა, ერთ წელ­ში მივ­ხვდი, რომ და­ვი­ღა­ლე, დავ­ბერ­დი, ისე და­ვი­ღა­ლე, აღარ შე­მეძ­ლო. ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი მო­მენ­ტი იყო ჩემ­თვის, რომ ბაღს ვე­ლო­დე­ბო­დი დიდი ხანი, იქ­ნებ და­ვის­ვე­ნო. გააგრძელეთ კითხვა