"წა­მო­ვე­დი. მანუ გა­უშ­ვეს... საფრთხეა, რომ მალე აღარ იყოს ოპოზიციური მედია" - რას ამბობს ირმა სოხაძე? - კვირის პალიტრა

"წა­მო­ვე­დი. მანუ გა­უშ­ვეს... საფრთხეა, რომ მალე აღარ იყოს ოპოზიციური მედია" - რას ამბობს ირმა სოხაძე?

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, გავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნია "პოსტვზე" შუ­ა­დღის გა­და­ცე­მა, რომ­ლის წამ­ყვა­ნე­ბიც ირმა სო­ხა­ძე და მანუ მურ­ღუ­ლია იყ­ვნენ, და­ი­ხუ­რა. მა­შინ მომ­ღე­რალ­მა ინ­ფორ­მა­ცია არ დაგ­ვი­დას­ტუ­რა და გვი­თხრა, რომ გა­და­ცე­მა დრო­ე­ბით გა­ჩერ­და. თუმ­ცა გა­და­ცე­მას უკვე ახა­ლი წამ­ყვა­ნე­ბი ჰყავს და ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მანუ მურ­ღუ­ლია „ნი­კოს ბენდშიც“ აღარ იქ­ნე­ბა...

ინ­ტერ­ვი­უ­ზე ქალ­ბა­ტონ ირმა სო­ხა­ძეს და­ვუ­რე­კეთ. მისი თქმით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თა­ვად მი­ი­ღო და ტე­ლე­ვი­ზია და­ტო­ვა. დღეს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ტა­ი­მა­უ­ტი აქვს, ამ­ბობს, რომ მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი მის ცხოვ­რე­ბა­ში არა­ერ­თხელ ყო­ფი­ლა და ახლა უნდა გა­ერ­კვეს საით მი­დის ქვე­ყა­ნა

434368695-947805717354732-5238937435033631976-n-47500-1717151266.jpg

- ქალ­ბა­ტო­ნო ირმა, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, გვი­თხა­რით, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნია "პოსტვზე" თქვე­ნი გა­და­ცე­მა დრო­ე­ბით შე­ჩერ­და, თუმ­ცა ორი დღეა გა­და­ცე­მა ახა­ლი წამ­ყვა­ნე­ბით ეთერ­ში გა­დის.

- არა, წა­მო­ვე­დი. მანუ გა­უშ­ვეს და არა­ვის­თვის არ მინ­დო­და ჩემი პო­ზი­ცი­ით დის­კომ­ფორ­ტი შე­მექ­მნა და ვერც ჩემს თავს შე­ვუქ­მნი­დი. ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი ტა­ი­მა­უ­ტი ავი­ღე, არა­ვის უთ­ქვამს წა­დიო. გააგრძელეთ კითხვა

წაიკითხეთ: „მე უფრო არ მინდა რუსეთი, რადგან...“