პუტინის საიდუმლო რეზიდენციის ერთ-ერთი შენობა დაიწვა - რა ფოტოები ვრცელდება მედიაში - კვირის პალიტრა

პუტინის საიდუმლო რეზიდენციის ერთ-ერთი შენობა დაიწვა - რა ფოტოები ვრცელდება მედიაში

რუ­სეთ­ში, ალ­თა­ის მხა­რე­ში, სამ­კურ­ნა­ლო სა­კუ­რორ­ტო კომ­პლექ­სის ერთ-ერთი შე­ნო­ბა და­იწ­ვა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია "ტე­ლეგ­რამ" არ­ხმა - Сирена-მ გა­ავ­რცე­ლა. რო­გორც მე­დია წერს, შე­ნო­ბა­თა ეს კომ­პლექ­სი რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი რე­ზი­დენ­ცი­აა.

გა­მო­აქ­ვეყ­ნეს ხან­ძრის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი, თუმ­ცა ამ ფო­ტო­ე­ბის ავ­თენ­ტი­კუ­რო­ბა დად­გე­ნი­ლი არ არის, თუმ­ცა მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფო­ტო­ებ­ზე და­მუ­შა­ვე­ბის კვა­ლი არ აღი­ნიშ­ნე­ბა.

უც­ნო­ბია, თუ რამ გა­მო­იწ­ვია ხან­ძა­რი და ასე­ვე ისიც, თუ რა და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ჰქონ­და დამ­წვარ შე­ნო­ბას.

ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ ალ­თა­ი­ში პუ­ტი­ნის "სა­ი­დუმ­ლო რე­ზი­დენ­ცი­აა“ შენ­დე­ბო­და, ჯერ კი­დევ 2010 წელს გავ­რცელ­და. 2011 წელს, დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ შე­უშ­ვეს "ნო­ვა­ია გა­ზე­ტას“ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი. მათ თქვეს, რომ "ეს ად­გი­ლი გან­კუთ­ვნი­ლი იყო უმაღ­ლე­სი სა­ხელ­მწი­ფოს მო­ხე­ლე­თა და­სას­ვე­ნებ­ლად". გააგრძელეთ კითხვა