7 მუდმივად აქტუალური წიგნი სისტემასთან ბრძოლასა და საკუთარი თავის შეცნობაზე - კვირის პალიტრა

7 მუდმივად აქტუალური წიგნი სისტემასთან ბრძოლასა და საკუთარი თავის შეცნობაზე

ადა­მი­ა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის ბრძო­ლა და­უს­რუ­ლე­ბე­ლია. გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ აუ­ცი­ლებ­ლად გა­მოჩ­ნდე­ბა ხოლ­მე საფრ­თხე, რო­მე­ლიც ჩვენს ქმე­ბებ­სა და აზ­რებ­ზეც კი კონ­ტრო­ლის და­წე­სე­ბას ცდი­ლობს. ცხოვ­რე­ბაც ერთი მარ­წუ­ხის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ, მე­ო­რე, მე­სა­მე, მე­ა­თე საფრ­თხის­გან თა­ვის არი­დე­ბა­ში, მის გა­და­ლახ­ვა­ში გა­დის, თუმ­ცა ამად ღირს, რად­გან არა­ფე­რია თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ფასი.

კო­ლექ­ტი­უ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად კი ჯერ ში­ნა­გა­ნად გვი­წევს გა­დავ­ლა­ხოთ ბა­რი­ე­რე­ბი, რის­თვი­საც ხან­და­ხან სა­კუ­თარ თავ­თან ბრძო­ლა და ომის მო­გე­ბაც გვი­წევს ხოლ­მე. ამ მა­რა­დი­უ­ლი ჭი­დი­ლის შე­სა­ხებ შექ­მნი­ლი მხატ­ვრუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი­სა და მთლი­ა­ნად სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­მო­ცო­ცხლე­ბის ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი ია­რა­ღია. მა­გა­ლი­თად, მე-19 და მე-20 სა­უ­კუ­ნე­ე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში ერის გა­მო­საღ­ვი­ძებ­ლად მწერ­ლო­ბამ მთა­ვა­რი როლი შე­ას­რუ­ლა.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ მიერ გა­მო­ცე­მუ­ლი სხვა­დას­ხვა დროს შექ­მნი­ლი ეს უცხო­უ­რი კლა­სი­კუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი ნა­თე­ლი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა იმი­სა, რომ სა­კუ­თა­რი შეც­ნო­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლა მუდ­მი­ვია, ფორ­მე­ბი კი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი. თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს სხვა­დას­ხვა გზის გავ­ლა გვი­წევს, თუმ­ცა არ­ცერ­თი არ არის მარ­ტი­ვი.

ჯორჯ ორუ­ე­ლი - „1984“

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წიგ­ნი 1949 წელს და­ი­წე­რა, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი და ფი­ლო­სო­ფი­უ­რი სა­კი­თხე­ბი, რომ­ლებ­საც ავ­ტო­რი ეხე­ბა, კვლა­ვინ­დე­ბუ­რად აქ­ტუ­ა­ლუ­რია. ასეც ხდე­ბა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც სის­ტე­მა სძულთ და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მის­გან დის­ტან­ცი­რე­ბას ცდი­ლო­ბენ, სა­ბო­ლო­ოდ პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი და ძა­ლა­დობ­რი­ვი მე­თო­დე­ბი მათ მოდ­რე­კას ახერ­ხებს და რე­ჟი­მის ერთ-ერთ ჭან­ჭი­კად აქ­ცევს.

სამ­წუ­ხა­როა, რომ ხან­და­ხან ისი­ნი გვღა­ლა­ტო­ბენ, ვინც ძა­ლა­დობ­რი­ვი სის­ტე­მის წი­ნა­აღ­მდეგ მებ­რძო­ლი მა­მა­ცი ჯა­რის­კა­ცე­ბი გვგო­ნია.

წიგ­ნის დის­ტო­პი­უ­რი სი­უ­ჟე­ტი იმ­დე­ნად ახ­ლოს არის რო­გორც გა­სულ, ისე ამ სა­უ­კუ­ნე­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­თან, რომ შო­რე­უ­ლი აღარ გვეჩ­ვე­ნე­ბა და რთუ­ლია, მისი დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ თავი უსაფრ­თხოდ იგ­რძნო.

ერიხ მა­რია რე­მარ­კი - „ნა­სეს­ხე­ბი სი­ცო­ცხლე“

ერიხ მა­რია რე­მარ­კის „ნა­სეს­ხე­ბი სი­ცო­ცხლე“ 1959 წელს გა­მოქ­ვეყ­ნდა. ზო­გა­დად, გერ­მა­ნე­ლი მწერ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა შთა­გო­ნე­ბუ­ლია ომის­გან გან­ცდი­ლი ტკი­ვი­ლი­თა და და­ნაკ­ლი­სით, რაც აღ­ნიშ­ნულ რო­მან­ზეც აი­სა­ხა.

რო­მა­ნის ერთ-ერთი მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი, ლი­ლი­ა­ნი ტუ­ბერ­კუ­ლო­ზით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა ქა­ლია, რო­მელ­საც დარ­ჩე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბის სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­ტა­რე­ბა არ სურს. მას შემ­დეგ რაც იგი ავ­ტომრბო­ლელ კლერ­ფერს შეხ­ვდე­ბა ისი­ნი ევ­რო­პა­ში სა­მოგ­ზა­უ­როდ მი­დი­ან. „ნა­სეს­ხე­ბი სი­ცო­ცხლე რე­მარ­კის შე­უ­და­რე­ბე­ლი ოს­ტა­ტო­ბით არა­ერ­თგზის აღ­წე­რი­ლი „და­კარ­გუ­ლი თა­ო­ბის“ კი­დევ ერთი დიდი და მომ­ნუს­ხვე­ლი გრძნო­ბე­ბით სავ­სე ტრა­გი­კუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვია.

ენ­ტო­ნი ბერ­ჯე­სი - „მე­ქა­ნი­კუ­რი ფორ­თო­ხა­ლი“

დის­ტო­პი­უ­რი სა­ტი­რა „მე­ქა­ნი­კუ­რი ფორ­თო­ხა­ლი“ სის­ტე­მას­თან ძა­ლა­დობ­რივ და­პი­რის­პი­რე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის გო­ნე­ბა­ზე ზე­გავ­ლე­ნის მო­პო­ვე­ბის მცდე­ლო­ბებ­ზე მოგ­ვი­თხრობს.

ნა­წარ­მო­ე­ბი სტენ­ლი კუბ­რი­კის 1971 წელს გა­და­ღე­ბულ ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის ეკ­რა­ნი­ზა­ცი­ას და­ე­დო სა­ფუძ­ვლად და დიდი პო­პუ­ლა­რო­ბაც მო­ი­პო­ვა.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-მა“ ცოტა ხნის წინ წა­რად­გი­ნა ნა­მუ­შევ­რის ახა­ლი გა­მო­ცე­მა, რომ­ლი­თაც ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლი პირ­ვე­ლად გა­ეც­ნო რო­მა­ნის სრულ ვერ­სი­ას. მთა­ვა­რი გმი­რე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვი ხა­სი­ა­თის, ნა­წარ­მო­ე­ბის სა­თა­უ­რი­სა და თხრო­ბის რთუ­ლი ენის გა­სა­გე­ბად, წიგნ­ში შე­სუ­ლია ენ­ტო­ნი ბერ­ჯე­სის წე­რი­ლე­ბი, სხვა­დას­ხვა დროს გა­მოქ­ვეყ­ნდა ბრი­ტა­ნე­თის ლი­ტე­რა­ტუ­რულ ჟურ­ნა­ლებ­ში. ეს წე­რი­ლე­ბი სი­კე­თი­სა და ბო­რო­ტე­ბის მა­რა­დი­ულ ბრძო­ლა­ზეა და იმ არ­ჩე­ვან­ზე, რო­მე­ლიც თი­თო­ე­ულ­მა ჩვენ­გან­მა უნდა გა­ა­კე­თოს.

ფი­ო­დორ დოს­ტო­ევ­სკი - „და­ნა­შა­უ­ლი და სას­ჯე­ლი“

რო­მა­ნი პირ­ვე­ლად 1866 წელს და­ი­ბეჭ­და. ეს არის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ის­ტო­რია და­ნა­შა­უ­ლი­სა და მისი ზნე­ობ­რი­ვი შე­დე­გე­ბი­სა. თვით ავ­ტო­რი თა­ვის რო­მან­ზე ამ­ბობ­და: „ადა­მი­ა­ნი ბედ­ნი­ე­რე­ბი­სათ­ვის არ იბა­დე­ბა, ადა­მი­ან­მა უნდა და­იმ­სა­ხუ­როს თა­ვი­სი ბედ­ნი­ე­რე­ბა...“

დოს­ტო­ევ­სკის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი უღ­რმავ­დე­ბა ადა­მი­ან­თა ფსი­ქო­ლო­გი­ას XIX სა­უ­კუ­ნის რუ­სე­თის რთულ პო­ლი­ტი­კურ, სო­ცი­ა­ლურ და სუ­ლი­ერ კონ­ტექ­სტში.

ლევ ტოლსტოი - „ომი და მშვი­დო­ბა“

„ომი და მშვი­დო­ბა“ XIX სა­უ­კუ­ნის 60-იან წლებ­ში და­ი­წე­რა. ყი­რი­მის ომში რუ­სე­თი და­მარ­ცხე­ბუ­ლია. უდი­დე­სი მწე­რა­ლი ლევ ტოლსტოი, რო­გორც ჭეშ­მა­რი­ტი შე­მოქ­მე­დი და ჰუ­მა­ნის­ტი, მძაფ­რად გა­ნიც­დის მარ­ცხს. ამ გან­ცდით ატა­ნი­ლი და სა­კუ­თარ თავ­თან დარ­ჩე­ნი­ლი მწე­რა­ლი მუ­შა­ო­ბას იწყებს ყვე­ლა დრო­ის ერთ-ერთ უდი­დეს რო­მან­ზე. რო­მა­ნი სტრუქ­ტუ­რუ­ლად რამ­დე­ნი­მე ან­ტი­თე­მა­ზეა აგე­ბუ­ლი - ერ­თმა­ნეთს უპი­რის­პირ­დე­ბა ორი ომი და ორი ბრძო­ლა, ორი მხე­დარ­თმთა­ვა­რი და ორი ქა­ლა­ქი და სა­თა­უ­რი - ომი და მშვი­დო­ბა.“

ჯე­რომ დე­ვიდ სე­ლენ­ჯე­რი - „თა­მა­ში ჭვა­ვის ყა­ნა­ში“

მარ­ტო­ო­ბა და გა­ურ­კვევ­ლო­ბის შიში – ეს ყვე­ლა­ფე­რი თი­თო­ე­ულ ადა­მი­ან­შია, სწო­რედ ამი­ტომ გახ­და მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის­თვის სე­ლინ­ჯე­რის ეს რო­მა­ნი ასე­თი ახ­ლო­ბე­ლი და გა­სა­გე­ბი.

სე­ლინ­ჯე­რი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის ოს­ტა­ტია. მისი გმი­რე­ბი უმ­თავ­რე­სად ბავ­შვე­ბი და მო­ზარ­დე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც მწვა­ვედ გა­ნიც­დი­ან კონ­ფლიქ­ტებს: აქე­დან მომ­დი­ნა­რე­ობს მისი ტრა­გიზ­მი, გა­უ­ცხო­ე­ბა, მარ­ტო­ო­ბა, დაბ­ნე­უ­ლო­ბა, დეპ­რე­სია, პრო­ტეს­ტი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლი სი­ყალ­ბი­სა და მან­კი­ე­რე­ბი­სად­მი. მის ბოლო ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში იგ­რძნო­ბა გა­ტა­ცე­ბა რე­ლი­გი­უ­რი დოქ­ტრი­ნე­ბით, აღ­მო­სავ­ლე­თის იდე­ა­ლის­ტუ­რი ფი­ლო­სო­ფი­ით.

რუტა სე­პე­ტი­სი - „უნდა გი­ღა­ლა­ტო“

1989 წელს მთელ ევ­რო­პა­ში ერ­თი­მე­ო­რის მი­ყო­ლე­ბით ემ­ხო­ბა კო­მუ­ნის­ტუ­რი რე­ჟი­მე­ბი, მაგ­რამ კვლავ მყა­რად დგას რუ­მი­ნე­თის სის­ხლი­ა­ნი დიქ­ტა­ტო­რის ნი­კო­ლაე ჩა­უ­შეს­კუს რე­ჟი­მი. ქვე­ყა­ნა­ში მკაც­რი კონ­ტრო­ლია, სა­ყო­ველ­თაო თვალ­თვა­ლი, ხალ­ხი შიმ­ში­ლობს. მას თა­ვი­სუფ­ლე­ბა სურს, მაგ­რამ დიქ­ტა­ტო­რის სპეც­სამ­სა­ხუ­რის, სე­კუ­რი­ტა­ტეს მარ­წუ­ხებ­ში მოქ­ცე­უ­ლი ვე­რა­ფერს ბე­დავს - აკ­რძა­ლუ­ლია ყო­ვე­ლი­ვე ადა­მი­ა­ნუ­რი, სულ მცი­რე გა­დაც­დო­მის­თვი­საც კი ადა­მი­ანს ცი­ხე­ში აგ­დე­ბენ, აწა­მე­ბენ, კლა­ვენ. 17 წლის მოს­წავ­ლემ კრის­ტი­ან ფლო­რეს­კუმ იცის, რომ მისი გა­ჩა­ნა­გე­ბუ­ლი ქვეყ­ნის სა­ზღვრებს გა­რეთ თა­ვი­სუ­ფა­ლი სამ­ყა­როა და უნდა გა­და­წყვი­ტოს - იყოს სე­კუ­რი­ტა­ტეს იძუ­ლე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ტო­რი თუ შე­ებ­რძო­ლოს რე­ჟიმს.

თი­თო­ე­ულ ნა­წარ­მო­ებს თბი­ლი­სის წიგ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე „პა­ლიტ­რა L-ის“ კუ­თხე­ში შე­ი­ძენთ.

R