9 წიგნი, რომელიც საუკეთესო შენაძენი იქნება ბავშვისთვის - ესტუმრეთ წიგნის ფესტივალს და ისარგებლეთ ფასდაკლებით - კვირის პალიტრა

9 წიგნი, რომელიც საუკეთესო შენაძენი იქნება ბავშვისთვის - ესტუმრეთ წიგნის ფესტივალს და ისარგებლეთ ფასდაკლებით

„ექ­სპო ჯორ­ჯი­ას“ მე-5, მე-6 და მე-11 პა­ვი­ლი­ო­ნებ­ში თბი­ლი­სის წიგ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მი­სულ სტუმ­რებს გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ კუ­თხე­ში ტრა­დი­ცი­უ­ლად უამ­რა­ვი წიგ­ნი, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პროგ­რა­მა, სხვა­დას­ხვა შე­თა­ვა­ზე­ბა და ფას­დაკ­ლე­ბა ელო­დე­ბათ.

ფეს­ტი­ვალ­ზე აქ­ცი­ის ფარ­გლებ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია წიგ­ნე­ბი ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა მკი­თხვე­ლე­ბის­თვი­საც, რომ­ლე­ბიც ლი­ტე­რა­ტუ­რულ სამ­ყა­რო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბას მხო­ლოდ ახლა იწყე­ბენ. გარ­და სა­ინ­ტე­რე­სო და ილუსტრი­რე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბი­სა, ბავ­შვთა დაც­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს­თან, პირ­ველ ივ­ნის­თან და­კავ­ში­რე­ბით, მთე­ლი ფეს­ტი­ვა­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში მათ სხვა­დას­ხვა გა­სარ­თო­ბი და შე­მეც­ნე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბა ელო­დე­ბათ.

phototototo-1717165227.jpeg

1-ელი ივ­ნი­სი კი, ბავ­შვთა დაც­ვის დღე და 2 ივ­ნი­სი, ფეს­ტი­ვა­ლის და­ხურ­ვა გან­სა­კუთ­რე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი იქ­ნე­ბა აქ­ტი­ვო­ბე­ბით. პა­ტა­რა სტუმ­რებს ბევ­რი ვორ­ქშო­ფი, სა­ხა­ლი­სო ამ­ბა­ვი და წიგ­ნის გმი­რებ­თან შეხ­ვედ­რა ელო­დე­ბათ. ასე­ვე, ძაღ­ლთსა­შე­ნი­დან ფეს­ტი­ვალს ოქ­როს­ფე­რი რეტ­რი­ვე­რე­ბი ეს­ტუმ­რე­ბი­ან და ბავ­შვებს ამ ულა­მა­ზეს ცუ­გებ­თან თა­მა­შის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მათ. ფეს­ტი­ვალ­ზე მო­ე­წყო­ბა თბი­ლი­სის სხვა­დას­ხვა სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის მიერ შექ­მნი­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­მო­ფე­ნა თე­მა­ზე „ჩემი საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნის პერ­სო­ნა­ჟი“. 2 ივ­ნისს წიგ­ნის გა­მომ­ცე­მელ­თა და გამვრცე­ლე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცია გა­მო­ფე­ნის სა­უ­კე­თე­სო მო­ნა­წი­ლე­ებს და­ა­ჯილ­დო­ებს.

fhotooo-1717165275.jpeg

რაც შე­ე­ხე­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ მიერ გა­მო­ცე­მულ სა­ბავ­შვო წიგ­ნებს, რო­მელ­ზეც ფას­დაკ­ლე­ბას დიდი ხა­ნია ელით, მათი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი შემ­დე­გია:

ჯუნ­გლის წიგ­ნი

მა­უ­გლი სულ პა­ტარ ბი­ჭუ­ნა იყო, როცა მგლებ­მა შე­ი­ფა­რეს. მას შემ­დეგ ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ. ჯუნ­გლი ადა­მი­ა­ნის ნა­ში­ე­რის­თვის უსაფრ­თხო ად­გი­ლი ნამ­დვი­ლად არ არის, თუმ­ცა მა­უ­გლის არაფ­რის ეში­ნია, სა­ნამ თა­ვი­სი მე­გობ­რე­ბი დათ­ვი ბალუ და შავი ავა­ზა ბა­გი­რა ჰყავს გვერ­დით.

პი­ტერ პენი

ყვე­ლა­ფე­რი იმით და­ი­წყო, რომ ერთ ღა­მეს პი­ტერ პენი დარ­ლინ­გე­ბის სახ­ლში ფან­ჯრი­დან შეფ­რინ­და და ვენ­დი მის ძმებ­თან ერ­თად სიზ­მარ­შო­რე­თის­კენ გა­იხ­მო, სა­დაც მათ უამ­რავ თავ­გა­და­სა­ვალ­თან ერ­თად, მრა­ვა­ლი საფრ­თხეც ელო­დათ. კუნ­ძულ­ზე სა­დაც, ის ბი­ჭე­ბი ცხოვ­რო­ბენ, რომ­ლე­ბიც არას­დროს გა­იზ­რდე­ბი­ან, ბევ­რი უც­ნა­უ­რი რამ ხდე­ბა.

მოგ­ზა­უ­რი თა­გუ­ნია

გა­ი­ცა­ნით პა­ტა­რა თა­გუ­ნია, რო­მელ­მაც თა­ვის­თვის სორო უნდა მო­ძებ­ნოს და ზამ­თრის­თვის მო­ემ­ზა­დოს. ისიც მი­დის მო­სა­ძებ­ნად და სწო­რედ ამ დროს თავს გა­დახ­დე­ბა და­უ­ვი­წყა­რი თავ­გა­და­სა­ვა­ლი. გაჰ­ყე­ვი მას ამ მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში! არ მო­ი­წყენ და, მე­ტიც, თა­გუ­ნი­ას­თან ერ­თად სიძ­ნე­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვა დიდ სი­ხა­რულს მო­გა­ნი­ჭებს.

მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზი

იცი, რომ ან­გე­ლო­ზე­ბიც და­დი­ან სკო­ლა­ში? არა? მა­შინ არც ის გე­ცო­დი­ნე­ბა, რას სწავ­ლო­ბენ იქ, ცაში, ღრუბ­ლებ­ზე მო­წყო­ბილ საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში, და ვერც წარ­მო­იდ­გენ. ეს რომ გა­ი­გო, ამ წიგ­ნის ყდა­ზე და­ხა­ტუ­ლი ან­გე­ლო­ზი უნდა გა­იც­ნო კარ­გად. მისი თავ­გა­და­სა­ვა­ლი არ­ცერ­თი სხვა მოს­წავ­ლის თავ­გა­და­სა­ვალს არ ჰგავს და ამი­ტო­მაც უბ­რა­ლოდ სა­ინ­ტე­რე­სო კი არა, და­უ­ვი­წყა­რია. მთა­ვა­რი კი ამ თავ­გა­და­სა­ვალ­ში ფუმ­ფუ­ლა, წკავწკა­ვა, ნახ­ში­რი­ვით შავი და ბრი­ა­ლათ­ვა­ლე­ბი­ა­ნი ლეკ­ვია, რო­მელ­ზეც ოც­ნე­ბობ­და ჩვე­ნი ან­გე­ლო­ზი. დიახ, ეს წიგ­ნი ან­გე­ლო­ზი­სა და ლეკ­ვის მე­გობ­რო­ბა­ზე გი­ამ­ბობს, კი­დევ - სიყ­ვა­რულ­ზე, ზრუნ­ვა­ზე, ერ­თგუ­ლე­ბა­ზე. და, რაც მთა­ვა­რია, გას­წავ­ლის, რო­გორ შე­ი­ძი­ნო პრო­ფე­სია - ძაღ­ლე­ბის მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზი.

ვუუ და ემო­ცი­ე­ბის გა­ლაქ­ტი­კა

რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა გა­ო­ცე­ბა? ან რო­გორ იქ­ცე­ვა ადა­მი­ა­ნი, როცა ბრა­ზი მო­ე­რე­ვა? სად უკე­თე­სია ყოფ­ნა - იქ, სა­დაც ყვე­ლა ბედ­ნი­ე­რია, თუ იქ, სა­დაც ყვე­ლას რა­ღა­ცის ეში­ნია? და რა ხდე­ბა იქ, სა­დაც ირ­გვლივ ზი­ზღი მე­ფობს? თით­ქოს მარ­ტი­ვი კი­თხვე­ბია, არა? მაგ­რამ, აბა, გა­და­ფურ­ცლე ეს ცოტა უც­ნა­უ­რი წიგ­ნი და გაჰ­ყე­ვი ვუუს ასე­ვე ცოტა უც­ნა­ურ მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში! წინ მთე­ლი გა­ლაქ­ტი­კი­სა და, რაც მთა­ვა­რია, ამ გა­ლაქ­ტი­კა­ში სა­უ­კე­თე­სო პლა­ნე­ტის აღ­მო­ჩე­ნა გე­ლის.

ამ­ბა­ვი ვაჟა-ბი­ჭი­სა და დე­ვი­სა, რო­მე­ლიც სხვი­ლოს ცი­ხე­ში ცხოვ­რობ­და

გინ­და იცო­დე უზარ­მა­ზა­რი დე­ვი­სა და გუ­ლა­დი ბი­ჭის და­მე­გობ­რე­ბის ის­ტო­რია? მა­შინ წა­ი­კი­თხე ზღა­პა­რი ვაჟა ბი­ჭი­სა და სხვი­ლოს ცი­ხე­სი­მაგ­რე­ში და­ბი­ნა­ვე­ბუ­ლი დე­ვის შე­სა­ხებ. ეს ამ­ბა­ვი ცხრა მთა­სა და ცხრა ზღვას იქით კი არ მოხ­და, არა­მედ აქ, ქვე­მო ქარ­თლის ერთ პა­ტა­რა სო­ფელ­ში, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბა თა­ვა­უ­ღე­ბე­ლი შრო­მით ირ­ჩენს თავს. ერთ მშვე­ნი­ერ დღეს, მათ სი­ახ­ლო­ვეს, უზარ­მა­ზა­რი დევი და­სახ­ლე­ბუ­ლა. მისი გა­მო­ჩე­ნით თავ­ზარ­და­ცე­მულ მო­სახ­ლე­ო­ბას კი მოს­ვე­ნე­ბა სულ მთლად და­უ­კარ­გავს. წა­ი­კი­თხე წიგ­ნი და გა­ი­გე, რო­გორ მო­ა­ხერ­ხა გუ­ლად­მა ვაჟა ბიჭ­მა სოფ­ლის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის უბე­დუ­რე­ბის­გან დახ­სნა და დევ­თან ერ­თად ბევ­რი კე­თი­ლი, სა­ხა­ლი­სო და საგ­მი­რო საქ­მის ჩა­დე­ნა…

მე ვარ ლენი ბრა­უ­ნი

ლენი ბრა­უ­ნი 8 წლის ბი­ჭია და გა­და­ტა­ნი­ლი სტრე­სის გამო სხვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა უჭირს, მხო­ლოდ დე­დას და თა­ვის საყ­ვა­რელ ძაღლს, რო­კის ელა­პა­რა­კე­ბა. როცა ლე­ნის სხვა სკო­ლა­ში გა­დას­ვლა მო­უ­წევს, მისი ცხოვ­რე­ბა იც­ვლე­ბა... არ­ცთუ უკე­თე­სო­ბის­კენ. იპო­ვის მე­გობ­რებს? რო­გორ უნდა შე­ე­გუ­ოს გა­რე­მოს? მი­ი­ღე­ბენ მას, გან­სხვა­ვე­ბულს, თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი? - ამა­ზე წუხს ყო­ველ­დღე ბიჭი. მაგ­რამ ერთ დღე­საც თვით­გა­მო­ხატ­ვის სულ სხვა ხერ­ხს იპო­ვის და ყვე­ლას გა­ა­ო­ცებს - მისი თა­ნა­ტო­ლე­ბი და მას­წავ­ლებ­ლე­ბი მიხ­ვდე­ბი­ან, რა სა­ო­ცა­რი ბი­ჭია ლენი ბრა­უ­ნი.

ჰილ­და და უჩინ­მა­ჩი­ნე­ბი

ცის­ფერ­თმი­ა­ნი გო­გო­ნა ჰილ­და ნამ­დვი­ლი თავ­გა­და­სავ­ლე­ბის მა­ძი­ე­ბე­ლია, თუმ­ცა ამ­ბობს, რომ თავ­გა­და­სა­ვა­ლი მას თვი­თონ პო­უ­ლობს. ის დე­დას ერ­თად ერთ ლა­მაზ ხე­ო­ბა­ში ცხოვ­რობს. თა­ნაც ჯა­დოს­ნურ­ში - ვის აღარ ნა­ხავთ აქ: წყლის სუ­ლებს, ტრო­ლებს, გი­გან­ტებს, კუნ­ძკა­ცა­სა და მის მე­გო­ბარ საყ­ვა­რელ მე­ლა­ი­რემს. ერთ დღე­საც გო­გო­ნა იდუ­მალ უჩი­ნარ არ­სე­ბებს შეხ­ვდე­ბა, ისი­ნი ჰილ­და­სა და დე­და­მისს უბ­რძა­ნე­ბენ, სას­წრა­ფოდ წა­ვიდ­ნენ ხე­ო­ბი­დან. ვინ არი­ან ისი­ნი? რა­ტომ ვერ ხე­დავს მათ ჰილ­და? რო­გორ მო­ა­ხერ­ხებს ამ უც­ნა­ურ არ­სე­ბებ­თან და­მე­გობ­რე­ბას? - შე­მო­უ­ერ­თდით ჰილ­და­სა და მის მე­გო­ბარ მე­ლა­ი­რემს სა­ინ­ტე­რე­სო მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში!

ონა­ნა - ჩა­ნა­წე­რე­ბი მე­გობ­რო­ბის დღი­ურ­ში

რო­დის­მე სი­ტყვე­ბის ან წი­ნა­და­დე­ბე­ბის უკუღ­მა წა­კი­თხვა თუ გიც­დია, ან ფრთა­მო­ტე­ხი­ლი ჩიტი თუ გი­პო­ვია ეზო­ში და ექი­მი­ვით მო­გივ­ლია მის­თვის? წვი­მის სიმ­ღე­რაც არ მო­გის­მე­ნია? არც ლექ­სი და­გი­წე­რია და არც მე­ნა­ყი­ნე­ო­ბა­ზე გი­ოც­ნე­ბია? მა­შინ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­იც­ნო ამ მშვე­ნი­ე­რი წიგ­ნის პა­ტა­რა ონა­ვა­რი გმი­რი, ანა­ნო. ანა­ნო უამ­რავ რა­მე­ზე ოც­ნე­ბობს, უკუღ­მაც კი­თხუ­ლობს და სხვა ძა­ლი­ან სა­ხა­ლი­სო რა­მე­ებ­საც აკე­თებს. კი­დევ, იცი, რა აქვს? მე­გობ­რო­ბის დღი­უ­რი! იმ დღი­ურ­ში ისე­თი სა­ინ­ტე­რე­სო რა­მე­ე­ბი წე­რია!.. წა­ი­კი­თხე ეს წიგ­ნი, გა­ერ­თე და ანა­ნოს მე­გობ­რო­ბის დღი­უ­რის შე­კი­თხვებ­საც უპა­სუ­ხე. მერე იმა­საც მიხ­ვდე­ბი, რას ნიშ­ნავს ეს უც­ნა­უ­რი სი­ტყვა - „ონა­ნა

ფეს­ტი­ვა­ლი 30 მა­ისს გა­იხ­სნა და 2 ივ­ნისს და­ი­ხუ­რე­ბა. არ გა­მო­ტო­ვოთ აქ­ცი­ე­ბი და სა­ბავ­შვო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, გა­ა­ტა­რეთ დრო მხი­ა­რუ­ლად და გა­ნა­ახ­ლეთ სა­ო­ჯა­ხო ბიბ­ლი­ო­თე­კა.

(R)