რინგზე დაბრუნება 7 წლის შემდეგ - "ჩაქუჩამ" ჰიუგო ექსნერი პირველივე რაუნდში დაანოკაუტა (VIDEO) - კვირის პალიტრა

რინგზე დაბრუნება 7 წლის შემდეგ - "ჩაქუჩამ" ჰიუგო ექსნერი პირველივე რაუნდში დაანოკაუტა (VIDEO)

ცნობილმა ქართველმა მოკრივემ ავთანდილ ხურციძემ სუპერ საშუალო წონით კატეგორიაში არგენტინელი ვიქტორ ჰიუგო ექსნერი პირველივე რაუნდში დაანოკაუტა.

ბრძოლა ნიუ-იორკში გაიმართა. შეგახსენებთ, 44 წლის სპორტსმენი საქართველოს სახელით აღარ ასპარეზობს.

პროფესიონალური კარიერის განმავლობაში ხურციძემ 38 ბრძოლა გამართა და აქედან მხოლოდ ორჯერ დამარცხდა. ავთანდილს 34 მოგებასთან ერთად 2 ფრეც აქვს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ "ჩაქუჩამ" 34-დან 23 ბრძოლა ნოკაუტით მოიგო.

შეგახსენებთ, ხურციძე რინგს 7-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. ქართველ სპორტსმენს ბრალად რუსულ კრიმინალურ დაჯგუფებასთან თანამშრომლობა ედებოდა და სასჯელს ამერიკის შეერთებული შტატების ციხეში იხდიდა. sportall.ge