დაკავებულია პოლიციელი, რომელმაც დასთან სტუმრობისას სიძე დაჭრა - რა ინფორმაციას ავრცელებს საგამოძიებო სამსახური? - კვირის პალიტრა

დაკავებულია პოლიციელი, რომელმაც დასთან სტუმრობისას სიძე დაჭრა - რა ინფორმაციას ავრცელებს საგამოძიებო სამსახური?

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი ინ­სპექ­ტო­რი და­ა­კა­ვეს.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, სა­მარ­თალ­დამ­ცავს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა, 117-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა) წა­რედ­გი­ნა. და­ნა­შა­უ­ლი 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2024 წლის 30 მა­ისს, ქა­ლაქ დუ­შეთ­ში, ბრალ­დე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი დას­თან სტუმ­რად მი­ვი­და, სა­დაც კონ­ფლიქ­ტი მო­უ­ვი­და დის მე­უღ­ლე-გ.ბ.-სთან. და­პი­რის­პი­რე­ბა გაგ­რძელ­და ეზო­ში, რა დრო­საც ბრალ­დე­ბულ­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან სამ­ჯერ გა­ის­რო­ლა, რის შე­დე­გა­დაც გ. ბ.-მ ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო.

სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, გა­მო­ძი­ე­ბა წარ­მარ­თა. გა­მო­ი­კი­თხნენ მოწ­მე­ე­ბი, დათ­ვა­ლი­ერ­და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი, ამო­ღე­ბუ­ლი იქნა და­ნა­შა­უ­ლის ია­რა­ღი, მო­პო­ვე­ბუ­ლი იქნა ნივ­თი­ე­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რის შემ­დე­გაც, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი იქნა და­კა­ვე­ბუ­ლი.

სა­მარ­თალ­დამ­ცავს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა, 117-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა) წა­რედ­გი­ნა.

და­ნა­შა­უ­ლი 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბას აგ­რძე­ლებს“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.