პუტინი "ქართულ გამოცდილებას" ესტონეთში იყენებს - რუსული მეზობლური ინტრიგნობა: ესტონეთის ბორდერიზაცია და ნატოს დუმილი - კვირის პალიტრა

პუტინი "ქართულ გამოცდილებას" ესტონეთში იყენებს - რუსული მეზობლური ინტრიგნობა: ესტონეთის ბორდერიზაცია და ნატოს დუმილი

რუსეთი საზღვარს საქართველოს გარდა თურმე ნატოს წევრ ესტონეთსაც „უჩოჩებს“...

2008 წლის აგვისტოს ომის დამთავრებისთანავე რუსეთმა დაიწყო საოკუპაციო ხაზის ჯერ გავლება და მერე „ჩამოჩოჩება“ საქართველოს შიდა ტერიტორიებზე, რასაც სამწუხაროდ ამ ეტაპზე ვერაფრით აღვუდგებით წინ-ძალა აღმართს ხნავს...

მაგრამ, ის, რომ თურმე აგრესორი რუსეთი იმავეს აკეთებს თვით ნატოს წევრი ქვეყნის საერთო საზღვრის მიმართაც, მართლაც დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა.

1-e-1717270973.jpeg
ესტონეთ-რუსეთის სახელმწიფო საზღვარი 324 კმ-ს შეადგენს...

ესტონეთი, ისევე როგორც ჩვენი საქართველო,პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაა,იმ განსხვავებით, რომ საქართველოს პირველი ოკუპაცია ბოლშევიკურმა რუსეთმა ჯერ კიდევ 1921 წელს განახორციელა, ხოლო ბალტიისპირეთის ესტონეთისა კი მხოლოდ 1940 წელს.

2-e-1717270974.jpg
რუკაზე გამოსახულია ესტონეთ-რუსეთის საზღვარი,რომლის ნაწილი მდინარეზე და ტბებზე გადის...

ჯერ კიდევ საბჭოთა იმპერიის დაშლამდე ესტონეთმაც და საქართველომაც დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ, მაგრამ შემდგომ ჩვენი გზები გაიყო-საქართველო ცხინვალისა და აფხაზეთის ომებში გაგვხიეს, ესტონეთს კი ისევე,როგორც ბალტიისპირეთის ორ სხვა პოსტსაბჭოურ ქვეყანას-ლიეტუვასა და ლატვიას დასავლეთმა, პირველ რიგში კი „ბებერმა ევროპამ“, თავისი კალთა გადააფარა, რაც 2004 წელს ჩრდილოეთატლანტიკურ ალიანსში გაწევრებით დაგვირგვინდა...

და მიუხედვად ყველაფერი ამისა, რუსეთი ესტონეთთან სამდინარო საზღვარს თვითნებურად ცვლის...

3-e-1717270974.jpg
რუსმა მესაზღვრეებმა მდინარე ნარვაზე თვითნებურად დაიწყეს სასაზღვრო ტივტივების გადანაცვლება ესტონეთის მიმართულებით...

ესტონეთ-რუსეთის სახელმწიფო საზღვარი 324 კმ-ს შეადგენს, რომლის ნაწილი მდინარე ნარვაზე გადის.

ამ მდინარეზე საზღვარი გავლებულია ფარვატერის გაყოლებით, რაც სპეციალური ტივტივებითაა აღნიშნული და აი, 23 მაისის ღამეს რუსმა მესაზღვრეებმა კატარღების გამოყენებით დაიწყეს ამ ტივტივების ადგილების შეცვლა რუსეთის სასარგებლოდ ისე, რომ ეს საკითხი ესტონელ მესაზღვრეებთან არც კი შეუთანხმებიათ.

ესტონეთის ხელისუფლება კი ცდილობს პროტესტი განაცხადოს, მაგრამ მოსკოვში ყურსაც არ იბერტყავ, გაჩუმებულია ნატოც, რადგან სამდინარო საზღვარზე ოცი-ოცდაათი მეტრით ტივტივების „ჩაჩოჩებაზე“ რუსეთთან ისედაც უკიდურესაც დამძიმებულ ურთიერთობას კიდევ უფრო ვერ დაძაბავს, მაგრამ თუკი კრემლს მადა გაეხსნა და საზღვრის გადახედვა დაიწყო ბალტიისპირეთის დანარჩენ ორ ალიანსის წევრ ქვეყანასთან, მაშინ საინტერესოა, როდემდე შეინარჩუნებენ ოლიმპიურ სიმშვიდეს ნატოს შტაბ-ბინაში?

4-e-1717270973.jpg
„სუვალკის დერეფანი“ პოლონეთ-ლიეტუვას საზღვარზე,რომლის გაჭრა ბელარუსიდან კალინინგრადის ოლქამდე კრემლის ფარულ მიზნებშია,რაც ბალტიისპირეთის სამ ქვეყანაში პოლონეთიდან გასასვლელ სახმელეთო გზას გადაჭრის...

მით უმეტეს, რომ რუსი პოლიტიკოსები არ მალავენ, რომ მათ ცნობიერებაში არსებობს ჰიპოთეზური 100 კმ-იანი "სუვალკის დერეფანი", რომელიც პოლონეთი-ლიეტუვის სახმელეთო საზღვარზე გადის და ბელარუსს კალინინგრადის ოლქს „უერთებს.

ნატოს შტაბ-ბინაში სერიოზულად ეკიდებიან ამ პოტენციურ საფრთხეს, რადგან "სუვალკის დერეფნის"“ იდეის ხორცშესხმის შემთხვევაში ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანასთან - ლიეტუვასთან, ლატვიასა და ესტონეთთან სახმელეთო მიმოსვლის ყველა შესაძლებლობა წაერთმევა.