"სახლთან, ავტობუსის გაჩერებაზე დამხვდნენ..." - რას ამბობს თბილისის საკრებულოს დეპუტატი ცოტნე კობერიძე? - კვირის პალიტრა

"სახლთან, ავტობუსის გაჩერებაზე დამხვდნენ..." - რას ამბობს თბილისის საკრებულოს დეპუტატი ცოტნე კობერიძე?

სახლთან, ავტობუსის გაჩერებაზე დამხვდნენ: ელექტროშოკებით, ეცადნენ ცემას, ვერ შეძლეს, - აღნიშნულის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი ცოტნე კობერიძე სოციალურ ქსელში წერს.

„სახლთან, ავტობუსის გაჩერებაზე დამხვდნენ ელექტროშოკებით, ეცადნენ ცემას, ვერ შეძლეს, ბევრი კარგი ადამიანი ამომიდგა გვერდში. დიტო სამხარაძე კონკრეტულად, მე გპირდები, რომ ცუდად დაამთავრებ“, - წერს კობერიძე.