მედიკამენტი, რომელიც კიბოს "ადნობს" - კვლევის შედეგები, რომელმაც, მსოფლიო მედიცინაში შესაძლოა, გარდატეხა მოახდინოს - კვირის პალიტრა

მედიკამენტი, რომელიც კიბოს "ადნობს" - კვლევის შედეგები, რომელმაც, მსოფლიო მედიცინაში შესაძლოა, გარდატეხა მოახდინოს

ექი­მე­ბის თქმით, იმუ­ნო­თე­რა­პი­ის პრე­პა­რა­ტი, რო­მე­ლიც სიმ­სივ­ნე­ებს "ად­ნობს", ნაწ­ლა­ვის კი­ბოს გან­კურ­ნე­ბის შან­სებს მკვეთ­რად ზრდის და შე­საძ­ლოა, ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვის სა­ჭი­რო­ე­ბაც კი აღარ გახ­დეს სა­ჭი­რო. Pembrolizumab-ი, რო­მე­ლიც კიტ­რუ­დას სა­ხე­ლი­თა­ცაა ცნო­ბი­ლი, სპე­ცი­ფი­კურ პრო­ტე­ინს იღებს მი­ზან­ში და იმუ­ნუ­რი უჯრე­დე­ბის ზე­და­პირ­ზე ბლო­კავს, შემ­დეგ ის კი­ბოს უჯრე­დებს ეძებს და ანად­გუ­რებს.

კლი­ნი­კურ­მა კვლე­ვამ და­ად­გი­ნა, რომ ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის ნაც­ვლად ოპე­რა­ცი­ამ­დე ამ მე­დი­კა­მენ­ტის მი­ღე­ბამ ბევრ პა­ცი­ენტს სა­ერ­თოდ გა­უქ­რო სიმ­სივ­ნე. შე­დე­გე­ბი კლი­ნი­კუ­რი ონ­კო­ლო­გი­ის ამე­რი­კუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის (ASCO) ყო­ველ­წლი­ურ შეხ­ვედ­რა­ზე იქნა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რო­მე­ლიც კი­ბოს მსოფ­ლი­ო­ში უდი­დე­სი კონ­ფე­რენ­ცი­აა.

კვლე­ვას ლონ­დო­ნის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კო­ლე­ჯი, სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კო­ლე­ჯის სა­ა­ვად­მყო­ფო, მან­ჩეს­ტე­რის საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი, ლიდ­ზის წმინ­და ჯე­იმ­სის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სა­ა­ვად­მყო­ფო და გლაზ­გოს უნი­ვერ­სი­ტე­ტი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ. გააგრძელეთ კითხვა