რუსებმა ხარკოვში დასასვენებელი კომპლექსი დაბომბეს - არის მსხვერპლი
რუსულმა ძალებმა წუხელ ხარკოვის ოლქის ზმიივის რაიონი დაბომბეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რუსებმა მინიმუმ 5 მასიური სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. დასასვენებელი კომპლექსის ტერიტორიის დაბომბვის შედეგად დაიღუპა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე, კიდევ ორი მშვიდობიანი მოქალაქე კი - დაშავდა.
ამასთან, დაბომბვის შედეგად დაზიანდა რეკრეაციული ცენტრის სახლები.
"ინტერპრესნიუსი"