სისხლიანი არჩევნები - ვინ არის კლაუდია შინბაუმი, რომელიც მექსიკის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა - კვირის პალიტრა

სისხლიანი არჩევნები - ვინ არის კლაუდია შინბაუმი, რომელიც მექსიკის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა

ეგზიტპოლების შედეგების თანახმად, მექსიკის პირველი ქალი პრეზიდენტი მეხიკოს ყოფილი მერი, კლაუდია შეინბაუმი გახდება.

BBC-ის ცნობით, გამოკითხვამ აჩვენა, რომ 61 წლის ყოფილმა მერმა გუშინ ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 56% მოიპოვა და მთავარი კონკურენტი, შოუჩიტლ გალვესი დაამარცხა.

საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები დღეს გამოცხადდება.

ამომრჩევლები ასევე ირჩევდნენ მექსიკის კონგრესის ყველა წევრს, გუბერნატორებს რვა შტატში და მეხიკოს მერს.

მექსიკაში საარჩევნო კამპანიის პერიოდში უპრეცედენტო რაოდენობის ძალადობრივი თავდასხმები დაფიქსირდა. მთავრობის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 20-ზე მეტი ადგილობრივი კანდიდატი დაიღუპა.

"ინტერპრესნიუსი"