"ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა სიღარიბის განულებაა და მოხარული ვართ, რომ ამ მიმართულებით თანმიმდევრული წინსვლა გვაქვს" - კვირის პალიტრა

"ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა სიღარიბის განულებაა და მოხარული ვართ, რომ ამ მიმართულებით თანმიმდევრული წინსვლა გვაქვს"

შარშან ჩვენმა 140 ათასზე მეტმა თანამოქალაქემ დაძლია სიღარიბე - ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა სიღარიბის განულებაა და მოხარული ვართ, რომ ამ მიმართულებით თანმიმდევრული წინსვლა გვაქვს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში თითქმის 700 ათასმა მოქალაქემ დაძლია სიღარიბე.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები მოსახლეობის მაჩვენებელმა შეადგინა 11.8%, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 3.8%-ით ნაკლებია. აქაც გვაქვს სერიოზული წინსვლა. 2022 წელს სიღარიბის მაჩვენებელი იყო 15.6%. ეს ნიშნავს, რომ შარშან ჩვენმა 140 ათასზე მეტმა თანამოქალაქემ დაძლია სიღარიბე.

ასევე, 2012 წელს სიღარიბის მაჩვენებელი იყო 30%. ანუ სიღარიბის ზღვარს მიღმა ჩვენი მილიონ 100 ათასზე მეტი თანამოქალაქე ცხოვრობდა. დღეს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს 435 ათასი მოქალაქე. ეს ნიშნავს, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში თითქმის 700 ათასმა მოქალაქემ დაძლია სიღარიბე. წელსაც მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი გვაქვს და ამ პირობებში სიღარიბეს მიმდინარე წელსაც ჩვენი 100 ათასობით თანამოქალაქე დაძლევს. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა - სიღარიბის განულება და მოხარული ვართ, რომ გვაქვს თანმიმდევრული წინსვლა ამ მიმართულებით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"ინტერპრესნიუსი"