"მე მოვაწერე ხელი კანონს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს რადიკალიზაციის შემცირება, ზურაბიშვილთან კი რადიკალური პარტიები მოაწერენ ხელს ომის ქარტიას" - კვირის პალიტრა

"მე მოვაწერე ხელი კანონს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს რადიკალიზაციის შემცირება, ზურაბიშვილთან კი რადიკალური პარტიები მოაწერენ ხელს ომის ქარტიას"

დღეს მე მოვაწერე ხელი კანონს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საქართველოში რადიკალიზაციის შემცირება, პოლარიზაციისა და დეზინფორმაციის შემცირება, ხოლო სალომე ზურაბიშვილთან დღეს რადიკალური პარტიები მოაწერენ ხელს ქარტიას, რომელსაც სამართლიანად დაერქვა ომის ქარტია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ერთ მხარეს არის ომის ქარტია და იქ გაერთიანებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყველა თავისი ნამსხვრევით, მეორე მხარეს კი არის მშვიდობის, დერადიკალიზაციისა და დეპოლარიზაციის წამხალისებელი კანონი.

„ქარტია თავის თავში აერთიანებს ყველა იმ რადიკალურ ჯგუფს, რომელიც ორი წელია საქართველოს სხვადასხვა მექანიზმებით ექაჩებოდა ომში. ამ პარტიებს მისხალი ძალაუფლებაც რომ ჰქონოდათ და შესაძლებლობა გადაწყვეტილებაზე ზემოქმედების, მათი ჭკუით რომ ემოქმედა საქართველოს ხელისუფლებას, საქართველო გახვეული იქნებოდა ომში, საქართველო იქნებოდა ეკონომიკურად კოლაფსის წინაში. აი, ამ პარტიების ომის ქარტიას ეწერება დღეს ხელი. ასე რომ, ცალ მხარეს არის ომის ქარტია და იქ გაერთიანებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყველა თავისი ნამსხვრევით, მეორე მხარეს არის მშვიდობის, დერადიკალიზაციის და დეპოლარიზაციის წამხალისებელი კანონი.“- განაცხადა პაპუაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"