"ვნახავთ, როგორ დაასაფლავებენ შოიგუს პატივით..." - უკრაინის ყოფილი მთავარი მზვერავის სკანდალური განცხადება - კვირის პალიტრა

"ვნახავთ, როგორ დაასაფლავებენ შოიგუს პატივით..." - უკრაინის ყოფილი მთავარი მზვერავის სკანდალური განცხადება

რუსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, უშიშროების საბჭოს მდივანი პოლიტიკური სიკვდილიდან რეალური სიკვდილისკენ მიმავალ გზაზეა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო დაზვერვის ყოფილმა შეფმა ვალერი კონდრატიუკმა უკრაინულ გამოცემა „გორდონს“ განუცხადა.

მისი თქმით, შოიგუს დანიშვნა უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე ფორმალობაა და შესაძლოა, მალე ის თავიდან მოიშორონ.

„ასეთი ადამიანების განაწყენება და „გადაგდება“ სარისკოა, რადგან მათზე ბევრი რამ არის „ჩამოკიდებული“. მათ ან კლავენ ამ თვითონ კვდებიან გაურკვეველი მიზეზებით. არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ ეს ელის შოიგუს ამ თანამდებობაზე“, - განაცხადა კონდრატიუკმა.

მისი თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული დაკავებები ადასტურებს, რომ თავდაცვის სამინისტროს მტკიცება უკრაინაში „სპეცოპერაციასთან“ დაკავშირებით მზადყოფნის შესახებ, სრული პროფანაციაა.

„უახლოეს მომავალში ვნახავთ, როგორ დაასაფლავებენ შოიგუს პატივით. ჯერ პოლიტიკურად ასაფლავებენ და არ გამოვრიცხავ, რომ ამას ფიზიკური სიკვდილიც მოჰყვეს“, - განაცხადა კონდრატიუკმა.