სააკაშვილი ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატზე ალაპარაკდა - "ერთიან სიებს ალტერნატივა არ აქვს" - კვირის პალიტრა

სააკაშვილი ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატზე ალაპარაკდა - "ერთიან სიებს ალტერნატივა არ აქვს"

უახლოეს საათებში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მათ შორის ჩემი მხარდაჭერით ხელს მოაწერს სალომე ზურაბიშვილის „ქართულ ქარტიას“ - ძალიან მნიშვნელოვანია, მაქსიმალური რაოდენობის პოლიტიკური ძალები მივიდეს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩართვისას განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციურ პარტიებს უნდა შეეძლოთ კოორდინაცია იმ საკითხზე, რაც ეხება მაქსიმალურად ერთიანი სიების გაკეთებას, რასაც მისივე შეფასებით, ალტერნატივა არ აქვს.

„მინდა ვთქვა, რომ უახლოეს საათებში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მათ შორის ჩემი მხარდაჭერით ხელს მოაწერს სალომე ზურაბიშვილის "ქართულ ქარტიას". ჩვენ ვართ ერთიანობის მომხრე, მთლიანად ვუჭერთ მხარს ამ ქარტიის სულისკვეთებას, ძალიან მნიშვნელოვანია, მაქსიმალური რაოდენობის პოლიტიკური ძალები მივიდეს. ჩვენ უნდა შეგვეძლოს {კოორდინაცია} მათ შორის ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, მათ შორის უნდა შეგვეძლოს კოორდინაცია იმ საკითხზე, რაც ეხება მაქსიმალურად ერთიანი სიების გაკეთებას, ამას ალტერნატივა არ აქვს“,- აღნიშნა სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"