"სახლში მისულს დამხვდა ნინო წილოსანის პოსტი, თითქოს ვუთვალთვალებდი..." - რას წერს მოქალაქე, რომელსაც წილოსანი ადევნებაში ადანაშაულებს? - კვირის პალიტრა

"სახლში მისულს დამხვდა ნინო წილოსანის პოსტი, თითქოს ვუთვალთვალებდი..." - რას წერს მოქალაქე, რომელსაც წილოსანი ადევნებაში ადანაშაულებს?

მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­საც დე­პუ­ტა­ტი ნინო წილოსანი ადევ­ნე­ბას აბ­რა­ლებს და ამის შესახებ პოსტიც გამოაქვეყნა, დათა კუპ­რა­ვაა. როგორც კუპრავა აღნიშნავს, ადევ­ნე­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია, მე­უღ­ლეს სამ­სა­ხურ­ში გა­უ­ა­რა, რო­დე­საც ნინო წი­ლო­სა­ნი და­ი­ნა­ხა და მას მან­ქა­ნი­დან "მო­ღა­ლა­ტე" და­უ­ძა­ხა.

"მოკ­ლედ კი­დევ ერთხელ მოვ­ყვე­ბი რა მოხ­და. გუ­შინ სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში მი­ვა­კი­თხე ჩემს მე­უღ­ლეს სამ­სა­ხურ­ში სა­დაც ყო­ველ­დღი­უ­რად ვა­კი­თხავ. გავ­ჩერ­დი 1-2 სა­ა­თი რა­საც ასა­ხავს ვი­დეო ჩა­ნა­წე­რე­ბი. მას შემ­დეგ რაც ობი­ექ­ტი დავ­ტო­ვეთ და ჩავ­სხე­დით მან­ქა­ნა­ში, დავ­ძა­რი მან­ქა­ნა და­ვი­ნა­ხე ნინო წი­ლო­სა­ნი რო­მე­ლიც აძ­ლევ­და ინ­ტერ­ვი­უს პრო­პა­გან­დის­ტულ არ­ხებს. გა­ვუ­ა­რე და­ვა­სიგ­ნა­ლე და მო­ღა­ლა­ტე ვუ­წო­დე.

შემ­დეგ მო­ვატ­რი­ა­ლე მან­ქა­ნა და ასე­ვე სიგ­ნა­ლით წა­ვე­დი ე.წ “ახა­ლი გზის” მი­მარ­თუ­ლე­ბით. სახ­ლში მი­სულს დამ­ხვდა პოს­ტი თით­ქოს მე მას ვე­ლო­დე­ბო­დი, ვუთ­ვალ­თვა­ლებ­დი და ვე­მუქ­რე­ბო­დი რაც თა­ვის­თა­ვად ტყუ­ი­ლია. იქ იდგა პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნაც.ახლა ნინო წი­ლო­სა­ნი იმუქ­რე­ბა ჩემი და­კა­ვე­ბით ადევ­ნე­ბის და მუ­ქა­რის ბრალ­დე­ბით.

მე პრობ­ლე­მა არ მაქვს მივ­ცემ ჩვე­ნე­ბას როცა და­მი­რე­კა­ვენ, თუმ­ცა ეს არ არის კონ­კრე­ტუ­ლად ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი, ეს არის ყვე­ლა აქ­ტი­უ­რი მო­ქა­ლა­ქის მი­მართ და­ში­ნე­ბა რომ ჩვენ აღარ გავ­ბე­დოთ პრო­ტეს­ტის ხმა­მაღ­ლა გა­მო­ხატ­ვა! სი­ტყვა მო­ღა­ლა­ტეს წო­დე­ბა სრუ­ლად ჯდე­ბა სი­ტყვი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ფარ­გლებ­ში, ხოლო ადევ­ნე­ბის და მუ­ქა­რის გან­მარ­ტე­ბა აშ­კა­რად არ იცის წი­ლო­სან­მა ამი­ტომ შე­მიძ­ლია და­ვუ­ლინ­კო სის­ხლის სა­მარ­თლის კო­მენ­ტა­რე­ბი. თუმ­ცა ამ რე­ჟი­მის­გან გა­საკ­ვი­რია არა­ფე­რია, მე არაფ­რის მე­ში­ნია, სი­მარ­თლის და ქვეყ­ნის­თვის ბრძო­ლის­თვის თუ და­მი­ჭერთ და­მი­ჭი­რეთ არ­სად გაქ­ცე­ვას არ ვა­პი­რებ" - წერს კუპ­რა­ვა.

წაიკითხეთ ასევე: "ძალიან იჩქარა, შეშინებულმა დაწერა პოსტი და თქვა, რომ..." - რას წერს ნინო წილოსანი?