3 საათი და 30 წუთი - დრო, რომელშიც თბილისიდან ბათუმში ჩახვალთ - კვირის პალიტრა

3 საათი და 30 წუთი - დრო, რომელშიც თბილისიდან ბათუმში ჩახვალთ

თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობა უკვე 3 საათსა და 30 წუთშია შესაძლებელი, ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერის მოხსენებაშია აღნიშნული.

დოკუმენტის თანახმად, 2023 წელს ავტოტრანსპორტისთვის გაიხსნა:

რიკოთის მაგისტრალური გზის 27 კმ-იანი მონაკვეთი; გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალური გზის 6 კმ-იანი მონაკვეთი და კახეთის მაგისტრალური გზის 4 კმ-იანი მონაკვეთი (ვაზიანის შემოვლითი გზა).

ამასთან, როგორც პრემიერის მოხსენებაშია აღნიშნული, რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთის მონაკვეთზე 2024 წელს გაიხსნა 9 კმ-იანი ოთხზოლიანი ზესტაფონის შემოვლითი გზა.

განაგრძე კითხვა