"ვირის ბიზნესი" საქართველოში - რძე, რომელიც 1 ლიტრი 80 ლარი ღირს - კვირის პალიტრა

"ვირის ბიზნესი" საქართველოში - რძე, რომელიც 1 ლიტრი 80 ლარი ღირს

„ვირის რძეზე მოთხოვნა ძალიან არის გაზრდილი. ფაქტობრივად, მოთხოვნას რომ ვერ ავუდივართ, რძის გარდა სხვას ვერაფერს ვაწარმოებთ“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს კომპანია „სახე-დარის“ დამფუძნებელმა, თემურ ლომიძემ განუცხადა.

„შარშან ამ დროს, ყოველ მესამე დღეს 5 ლიტრ რძეს ვაწარმოებდით, წელს კი ყოველ მეორე დღეს 20 ლიტრს ვაწარმოებთ. ამას გარდა, ხალხისგან არის მოთხოვნა ვირის რძეზე დამზადებულ საცხებსა და საპნებზე, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვახერხებ“, - განაცხადა თემურ ლომიძემ.

მისი თქმით, რამდენიმე თვეა მოიმატა რძის ფასმაც და ამჯამად ის 80 ლარს შეადგენს.

განაგრძე კითხვა