საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა - ეპიცენტრი ისევ რაჭაშია - კვირის პალიტრა

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა - ეპიცენტრი ისევ რაჭაშია

ონში დღეს, 05:30 სთ-ზე, განმეორებითი მიწისძვრა მოხდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სიმძლავრე 3.7 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.

ცნობისთვის, ონში 5.4 (ML) მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თბილისის დროით 02:03 საათზე დაფიქსირდა.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ონში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაშავებული მოქალაქეების და საცხოვრებელი სახლების ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა, როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ძლიერი ბიძგების შედეგად ბზარები გაუჩნდა მუნიციპალიტეტში არსებულ რამდენიმე საცხოვრებელ სახლს.

PALITRAVIDEO.GE