"იმდენად უყვარდა თბილისი, რომ სიმღერის დასაწყისში ნახალოვკასაც კი ახსენებს" - "მასტერი" სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს - კვირის პალიტრა

"იმდენად უყვარდა თბილისი, რომ სიმღერის დასაწყისში ნახალოვკასაც კი ახსენებს" - "მასტერი" სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

რეპერი "მასტერი" სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:

"იორდანელი ნიჭიერი ბიჭი - რეპერი PLUTO (აჰმად აჰიდ ალ ზააბი), ვისთან ერთადაც დუეტი მქონდა, ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა თბილისს ხშირად სტუმრობდა ეს ბიჭი, ერთხელ ჩემმა მეგობარმა "გასთორა" პლუტო სტუდიაში როგორ რეპავდა, ძაან მომეწონა და დამაკვშირემეთქი, მასაც ძალიან გაუხარდა, რადგან პირველ ნაბიჯებს დგამდა ამ სფეროში და დუეტიც მალე გავაკეთეთ.

იმდენად უყვარდა თბილისი რომ სიმღერის დასაწყისში ნახალოვკასაც კი ახსენებს კარგი ბიჭი იყო რა, ძალიან გული დამწყდა, ახლა მომწერეს იორდანიიდან", - წერს მასტერი.