ახალი პრეზიდენტის არჩევიდან რამდენიმე საათში მექსიკაში ქალაქის მერი მოკლეს - რა დეტალები ხდება ცნობილ - კვირის პალიტრა

ახალი პრეზიდენტის არჩევიდან რამდენიმე საათში მექსიკაში ქალაქის მერი მოკლეს - რა დეტალები ხდება ცნობილ

მექ­სი­კა­ში ქა­ლაქ კო­ტი­ას მერი იო­ლან­და სან­ჩე­სი მოკ­ლეს. შემ­თხვე­ვა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ მოხ­და, რაც კლა­უ­დია შე­ინ­ბა­უ­მი პირ­ველ ქალ პრე­ზი­დენ­ტად აირ­ჩი­ეს. იო­ლან­და სან­ჩესს ქა­ლა­ქის ცენ­ტრში ჩა­უ­საფ­რდნენ. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, მას 19-ჯერ ეს­რო­ლეს.

სან­ჩე­სი თავ­დას­ხმის შემ­დეგ მა­ლე­ვე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. სრო­ლის დროს ასე­ვე და­ი­ღუ­პა მისი დაც­ვის წევ­რიც.მომ­ხდარ­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ვინ და­უ­კა­ვე­ბი­ათ. არ­სე­ბობს ეჭვი, რომ თავ­დას­ხმის უკან ერთ-ერთი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფი დგას.

იო­ლან­და სან­ჩე­სი 2021 წლის სექ­ტემ­ბერ­ში ქა­ლაქ კო­ტი­ას პირ­ვე­ლი ქალი მერი გახ­და. თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე არ­ჩე­ვის შემ­დეგ, იო­ლან­დამ ისა­უბ­რა, რომ მას ემუქ­რე­ბოდ­ნენ.

2023 წელს ის სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა გა­ი­ტა­ცეს, თუმ­ცა შემ­დეგ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. მა­შინ ქალ­მა თქვა, რომ გამ­ტა­ცებ­ლე­ბი მას­ზე ფსი­ქო­ლო­გი­ურ ზე­წო­ლას ახ­დენ­დნენ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სან­ჩეს­მა თქვა, რომ არ იცო­და რო­მელ კრი­მი­ნა­ლურ ჯგუფს ეკუთ­ვნოდ­ნენ გამ­ტა­ცებ­ლე­ბი, ად­გი­ლობ­რი­ვი გა­ზე­თე­ბი წერ­დნენ, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ ისი­ნი იყ­ვნენ Jalisco New Generation (CJNG) კარ­ტე­ლის წევ­რე­ბი.

CJNG ჩარ­თუ­ლია ნარ­კო­ტი­კე­ბით ვაჭ­რო­ბა­სა და გა­მო­სას­ყი­დის მიზ­ნით ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ტა­ცე­ბის საქ­მე­ში. კარ­ტე­ლის წევ­რე­ბი ასე­ვე თავს ეს­ხმი­ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, რომ­ლე­ბიც უარს ამ­ბო­ბენ მათი ბრძა­ნე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე.

იო­ლან­და სან­ჩეს­მა გა­ტა­ცე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მას თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ ემუქ­რე­ბოდ­ნენ, მო­ი­თხოვ­დნენ, რომ ქა­ლა­ქის დაც­ვა გა­და­ე­ცა სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც კავ­შირ­ში არი­ან ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ჯგუ­ფებ­თან. იხილეთ სრულად