კიმ ჩენ ინი "ღადაობს": როგორ "ეკაიფება" ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კაპიტალისტურ მეზობელს - "დაბომბვა" "მფრინავი ფეკალიებით" - კვირის პალიტრა

კიმ ჩენ ინი "ღადაობს": როგორ "ეკაიფება" ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კაპიტალისტურ მეზობელს - "დაბომბვა" "მფრინავი ფეკალიებით"

საჰაერო ბუშტებით გაგზავნილი ნაგავი საჩუქრად - ერთი კორეიდან მეორისთვის...

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი მსოფლიოს გაოცებას არ წყვეტს - უკვე ბირთვული იარაღის მფლობელი ფხენიანი ბალისტიკური რაკეტების ზალპების გარდა... ჩვეულებრივ საჰაერო ბუშტებსაც მასობრივად უშვებს, ოღონდ...

სამხრეთ კორეაში დაეშვა ჩრდილოეთ კორეიდან გაშვებული, არანაკლებ, 260 საჰაერო ბუშტი, რომლებზეც ჩამოკიდებული ტვირთი შეიცავდა ნაგავს და რიგ შემთხვევებში... ფეკალიებსაც...

1-p-1717571157.jpg
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი კმაყოფილია - მოწინააღმდეგე სამხრეთ კორეის „დაბომბვა“„მფრინავი ფეკალიებით“ წარმატებით განხორციელდა...

„მფრინავი ფეკალიები“ რაღაც ახალი სიტყვაა ორი კორეის 74-წლიან სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებაში და ეს შეიძლება მხოლოდ ზიზღის გრძნობას აღძრავდეს, თუმცა სამხრეთ კორეის ხელისუფლება, სამხედროები და სპეცსამსახურები ძალზე სერიოზულად მიუდგნენ ამ საკითხს და მათ ტერიტორიაზე დაშვებული კიმ ჩენ ინის მიერ „საჩუქრად“ გამოგზავნილი თითოეული საჰაერო ბუშტის ტვირთის შიგთავსი განსაკუთრებული სიფრთხილით შეამოწმეს...

3-p-1717571156.jpg
სეულში დაშვებული ჩრდილოეთკორეული ერთ-ერთი საჰაერო ბუშტი...

შეამოწმეს იმიტომ, რომ ოფიციალური სეული არცთუ უსაფუძვლოდ შიშობს, რომ იქ, სადაც ფხენიანი „მფრინავ ფეკალიებს “ უგზავნის, შეიძლება, სულაც, ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღიც კი იყოს, რაც უდიდეს საფრთხეს შეუქმნიდა სამხრეთ კორეის მოსახლეობას და, პირველ რიგში, 9,4-მლნ-იან იმ სეულს, რომელიც მხოლოდ 24 კმ-ით თუ არის დაშორებული ჩრდილოეთ კორეის საზღვრიდან...

ბირთვული იარაღის შექმნამდე ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის მარაგი კიმ ჩენ ინის პაპამ და მამამ საკმაოდ დააგროვეს და ჩრდილოეთ კორეას ტექნიკურად არ გაუჭირდება მათი საბრძოლო გამოყენება რაკეტებით ან, სულაც, საჰაერო ბუშტებით.

თუმცა კიმ ჩენ ინის ახალ ინიციატივას, „მფრინავი ფეკალიებით“ „დაბომბოს“ კაპიტალისტური კორეის ნაწილი, შესაძლოა, თავისი კონკრეტული გამომწვევი მიზეზიც ჰქონდეს...

2-p-1717571157.jpeg
სამხრეთკორეელი სამხედროები დეტალურად და დიდი სიფრთხილით იკვლევენ ჩრდილოკორეული „მფრინავი ფეკალიის“ მიერ „საჩუქრად“ მოტანილ ტვირთს...

საქმე ის არის, რომ სამხრეთ-კორეელი უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სწორედ საჰაერო ბუშტების გამოყენებით ჩრდილოეთ კორეის მიმართულებით აგზავნიან „მფრინავ“ პროპაგანდისტულ ლიტერატურას, ფულს, ბიბლიას, კომპიუტერულ "ფლეშკებს" - ყველაფერ იმას, რისი გავრცელებაც ჩრდილოეთ კორეაში აკრძალულია და მკაცრად ისჯება.

თვით სამხრეთ კორეის ხელისუფლებაც კი იძულებული გახდა, ამ უფლებადამცველი ორგანიზაციებისთვის აეკრძალა ჩრდილოეთ კორეისკენ საჰაერო ბუშტების გაგზავნა, რადგან ეს ძალზე ძაბავდა ისედაც თითქმის ომის პირას მყოფ ორ კორეას შორის ურთიერთობას.

ათი წლის წინ, 2014 წელს, მოხდა სახიფათო ინციდენტი, როდესაც სამხრეთ კორეიდან გაშვებულ საჰაერო ბუშტებს დემარკაციის ხაზზე ჩრდილო-კორეელმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს და რამდენიმე ჭურვი სამხრეთ-კორეელი მესაზღვრეების პოზიციაზეც დაეცა, რასაც საპასუხო ცეცხლი მოჰყვა და საქმე კინაღამ სრულფასოვანი ომის განახლებამდე მივიდა.

4-p-1717571156.jpg
საჰაერო ბუშტებით სამხრეთ-კორეელი არასამთავრობოები ჩრდილოეთ კორეაში აკრძალულ პროპაგანდისტულ ლიტერატურას აგზავნიან...

სამხრეთ კორეის ხელისუფლება ერთგვარი დილემის წინაშე დგას -თავის უფლებადამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებს გაუგრძელოს აკრძალვა, ჩრდილოეთ კორეისკენ პროპაგანდისტული ლიტერატურით სავსე საჰაერო ბუშტების გაგზავნაზე, რაც თავად სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე შეაფასა ადამიანის უფლებების დარღვევად, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის სახით, თუ დაელოდოს ჩრდილოეთ კორეიდან საპასუხოდ კიდევ უფრო მეტი „მფრინავი ფეკალიების“ „სტუმრობებს“, რომელთა ჩამოგდების დაწყება ადრე თუ გვიან მოუწევს - წარმოიდგინეთ, სამხრეთ-კორეელი სამხედროების მიერ გაშვებული მილიონდოლარიანი საზენიტო რაკეტა, როგორ აგდებს კიმ ჩენ ინის პირად „მფრინავ ფეკალიას“...