"კონგრესში დაკითხული ქართველების შემხედვარე ვფიქრობ, ასეთ მდგომარეობაში თავი რის ფასად უნდა ჩაიგდო - იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლის პასპორტიც გიდევს ჯიბეში, პირდაპირ ეთერში აყურებინო, მათ როგორ ღალატობ" - კვირის პალიტრა

"კონგრესში დაკითხული ქართველების შემხედვარე ვფიქრობ, ასეთ მდგომარეობაში თავი რის ფასად უნდა ჩაიგდო - იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლის პასპორტიც გიდევს ჯიბეში, პირდაპირ ეთერში აყურებინო, მათ როგორ ღალატობ"

საქართველოს ხელისუფლებას ევროპულ ფასეულობებისგან აცდენას რომ აბრალებ და ამავდროულად, შვილების დასჯას ითხოვ მშრობლების „დანაშაულის“ გამო, უკვე რთული დასადგენია ასეთი ხალხის „ფასეულობა“ ბოლშევიკურია, თუ უფრო ფაშისტური, - წერს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი „ჰელსინკის კომისიაზე“ გაკეთებული განცხადებების შესახებ.

ბოჭორიშვილის თქმით, ღია ეთერში, კონგრესიდან ითხოვენ უცხო ქვეყანამ საქართველოში გავლენა მოახდინოს დემოკრატიულ პროცესზე, არჩევნების შედეგებზე.

„მაინც მადლობას ვეტყოდი ჰელსინკის კომისიას, ლუსტრაციის ასეთი ღია გაკვეთილისთვის!

თუ ამ სანახაობის მიზანი იმის ჩვენება იყო, რომ ამერიკას აინტერესებს საქართველო და კონგრესს (ყოველ შემთხვევაში სამ კონგრესმენს) სურს გაიგოს, რატომ იყო უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში საქართველო ყურადღების ცენტრში, ალბათ ლოგიკური იქნებოდა, მოქმედი ელჩებისთვის ეკითხათ, რა ხდება მეგობარ ქვეყანაში...

თუ არც მეგობარი და არც საკუთარი ქვეყნის ელჩებს ენდობი და მაინც და მაინც პირველი წყაროდან გინდა მიიღო „უტყუარი“ ინფორმაცია, ლეგიტიმაციის მქონე ადამიანის მიწვევა უფრო ლოგიკური იქნებოდა დემოკრატიული ქვეყნის კონგრესში, ხალხის სახელით ამბის მთხრობელად...

თუ უმრავლესობის წარმომადგენელს არ გინდა მოუსმინო, ნუთუ, საპარლამენტო ოპოზიციის ფართო სპექტრიდან ერთი ადამიანი მაინც ვერ მოიძებნა ისეთი, რომელიც არჩევნებზე სამმა ამომრჩეველმა მაინც შემოხაზა და ამ როლსაც დიდი სიამოვნებით შეასრულებდა...

კონგრესში დაკითხული ქართველების შემხედვარე იმასაც ვფიქრობ, ასეთ მდგომარეობაში თავი რის ფასად უნდა ჩაიგდო - იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლის პასპორტიც გიდევს ჯიბეში, პირდაპირ ეთერში აყურებინო, მათ როგორ ღალატობ.

საქართველოს ხელისუფლებას ევროპულ ფასეულობებისგან აცდენას, რომ აბრალებ და ამავდროულად, შვილების დასჯას ითხოვ მშრობლების „დანაშაულის“ გამო, უკვე რთული დასადგენია ასეთი ხალხის „ფასეულობა“ ბოლშევიკურია, თუ უფრო ფაშისტური.

სამართლიანი არჩევნების სანაცვლოდ, უცხო ქვეყანას (თუნდაც მეგობარს) ემუდარებიან, დასაჯოს „ქართული ოცნება“ იმისთვის, რომ არჩევნებში საშინლად დამარცხებას გადაურჩნენ და როგორმე ხელისუფლებაში აღმოჩნდნენ! ასე პირდაპირ, ღია ეთერში, კონგრესიდან ითხოვენ უცხო ქვეყანამ საქართველოში გავლენა მოახდინოს დემოკრატიულ პროცესზე, არჩევნების შედეგებზე!

მეტი რაღა უნდა გააკეთონ, რომ ყველას აჩვენონ, როგორ აშინებთ ქართველი ხალხის არჩევანი!”- წერს მაკა ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში.