"გთხოვთ იყავით ყურადღებით" - ნოე სულაბერიძე საზოგადოებას მიმართავს - კვირის პალიტრა

"გთხოვთ იყავით ყურადღებით" - ნოე სულაბერიძე საზოგადოებას მიმართავს

პროდიუსერი და ტელეწამყვანი ნოე სულაბერიძე მოქალაქეებს მიმართავს, მისი სახელით შექმნილ ყალბ "ფეისბუქგვერდებს" არ ენდონ.

„ყალბი გვერდები! ბოლო პერიოდია ჩემი სახელით, ყალბი გვერდებიდან ვრცელდება სხვადასხვა სახის გათამაშების პოსტები. ავტორები ითხოვენ პოსტის გადაზიარებას ჯგუფებში და სანაცვლოდ ჰპირდებიან დასაჩუქრებას. არ ენდოთ მსგავს გვერდებს! გთხოვთ იყავით ყურადღებით და დაარეპორტეთ ყალბი გვერდები!”, - წერს ნოე სულაბერიძე სოციალურ ქსელში. წყარო