"ერთ კაცს რომ ათი კაცი ურტყამს, ძალიან დამთრგუნველია. წაქცეულ ადამიანს კიდე წიხლებით არ უნდა ურტყამდე" - კვირის პალიტრა

"ერთ კაცს რომ ათი კაცი ურტყამს, ძალიან დამთრგუნველია. წაქცეულ ადამიანს კიდე წიხლებით არ უნდა ურტყამდე"

საქართველოს ნაკრებისა და "კარლსრუეს" ფორვარდი გადაცემა ბუდუ ზივზივაძე "ჯაფარას პოდკასტში" გასულ თვეებში ჩვენს ქვეყანაში მომხდარ პროცესებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

გამოვხატე აზრი იმიტომ, რომ ეგრე მიმაჩნდა სწორად. მითუმეტეს, როცა ხედავ, ხალხი ასე იჩაგრება. ერთ კაცს რომ ათი კაცი ურტყამს, ძალიან დამთრგუნველია მით უმეტეს, როცა ტელევიზორში უყურებ და ერთადერთი, რაც შეგიძლია შორიდან გააკეთო, მით უმეტეს ასეთი სტატუსი რომ გაქვს, სპორტსმენი ხარ, ამხელა შესაძლებლობა გაქვს... რაღაც გვერდში დგომა მაინც უნდა ანახო იმ ხალხს, რომელიც დაიჩაგრა. ვიღაცები ამბობდნენ, რომ პროვოკაციებს აწყობდნენო. რაც არ უნდა

პროვოკაცია მოაწყოს ვინმემ, ათი კაცი ერთ კაცს არ უნდა ურტყამდეს და წაქცეულ ადამიანს კიდე წიხლებით არ უნდა ურტყამდე. ზუსტად ეგ იყო ჩემს სტატუსში, რაც დავწერე, მით უმეტეს ახალგაზრდები დგანან", - განაცხადა ბუდუ ზივზივაძემ.

წყარო