თბილისში ორი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს - კვირის პალიტრა

თბილისში ორი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

თბილისში ორი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ვარკეთილში მოხდა, რისი მიზეზიც, მეზობლებს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება გახდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბრალდებული, გუშინვე, ცხელ კვალზე დააკავეს.

მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო.