"შოკში ვართ ყველა... ნიკოლოზი და ბაჩო საოცარი ადამიანები იყვნენ" - ცნობილია ვარკეთილში მოკლული ახალგაზრდების ვინაობა - კვირის პალიტრა

"შოკში ვართ ყველა... ნიკოლოზი და ბაჩო საოცარი ადამიანები იყვნენ" - ცნობილია ვარკეთილში მოკლული ახალგაზრდების ვინაობა

თბი­ლის­ში ორი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი მოკ­ლეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვა ვარ­კე­თილ­ში მოხ­და, რისი მი­ზე­ზიც, მე­ზობ­ლებს შო­რის ყო­ფით ნი­ა­დაგ­ზე და­წყე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა გახ­და.

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოკ­ლუ­ლე­ბი არი­ან 1984 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნიკა არჩვა­ძე და 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბაჩო ბა­შა­რუ­ლი.ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი უკვე და­ა­კა­ვა. მას 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა თბი­ლის­ში, ყო­ფით თე­მა­ზე არ­სე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის ნი­ა­დაგ­ზე, მე­ზობ­ლად მცხოვ­რებ 1985 წელს და­ბა­დე­ბულ ბ.ბ. -ს და მის მე­გო­ბარს 1984 წელს და­ბა­დე­ბულ ნ.ა. -ს სა­ნა­დი­რო თო­ფი­დან რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლით ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა.

მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად ორი­ვე მათ­გა­ნი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. პო­ლი­ცი­ამ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად ი.კ. ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის „ლ“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ ორი პი­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს" - ნათ­ქვა­მია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში

რო­გორც AMBEBI.GE-ს ნი­კო­ლოზ არჩვა­ძის ახ­ლო­ბე­ლი გვიყ­ვე­ბა, ახალ­გაზ­რდა თბი­ლის­ში სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბო­და. ირ­კვე­ვა, რომ კონ­ფლიქ­ტი და­ბა­დე­ბის დღე­ზე და­ი­წყო, სა­დაც ნიკა არჩვა­ძე და ბაჩო ბა­შა­რუ­ლი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. გააგრძელეთ კითხვა