Mastercard და ლიბერთი ფინანსური განათლების ხელშეწყობისთვის - კვირის პალიტრა

Mastercard და ლიბერთი ფინანსური განათლების ხელშეწყობისთვის

Mastercard-ის ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ექ­ტი შე­იქ­მნა 2024 წელს, პროგ­რა­მა „ერ­თი­ა­ნო­ბა მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­შია“ ფარ­გლებ­ში, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს გა­ე­როს ასო­ცი­ა­ცი­ის მიერ (UNA Georgia), აშშ-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

პრო­ექ­ტის უნი­კა­ლუ­რო­ბა იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ მისი მთა­ვა­რი სა­მიზ­ნე აუ­დი­ტო­რია ეთ­ნი­კუ­რი და რე­ლი­გი­უ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბით და­სახ­ლე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბია: სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი, ქვე­მო ქარ­თლი, კა­ხე­თი და მა­ღალმთი­ა­ნი აჭა­რა. ეს რე­გი­ო­ნე­ბი აწყდე­ბი­ან მათი გა­რე­მოს­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ უნი­კა­ლურ გა­მოწ­ვე­ვებს, მათ შო­რის ენობ­რივ ბა­რი­ე­რებს, კულ­ტუ­რულ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებ­სა და ფი­ნან­სურ გა­ნათ­ლე­ბა­ზე შე­ზღუ­დულ წვდო­მას. ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მა კი, სწო­რედ ამ დაბ­რკო­ლე­ბე­ბის გა­და­ლახ­ვას ისა­ხავს მიზ­ნად.

ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ექ­ტში ლი­ბერ­თი ბან­კი ჩა­ერ­თო და Mastercard-თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი გა­ა­ფორ­მა. პრო­ექ­ტში ჩარ­თულ მო­ნა­წი­ლე­ებს ლი­ბერ­თი Mastercard-თან ერ­თად სპე­ცი­ა­ლუ­რად მათ­თვის შექ­მნილ სა­ბან­კო პრო­დუქ­ტებს, ბიზ­ნეს ბა­რა­თებ­სა და სხვა­დას­ხვა ბე­ნე­ფი­ტებს სთა­ვა­ზობს, ლი­ბერ­თის ექ­სპერ­ტე­ბი კი ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან სა­ლექ­ციო პრო­ცეს­ში და მაქ­სი­მა­ლუ­რად ზრუ­ნა­ვენ, მო­წყვლად ჯგუ­ფებს მი­აწ­ვდი­ნონ ინ­ფორ­მა­ცია ბიზ­ნეს პრო­ცე­სე­ბის გა­მარ­ტი­ვე­ბი­სა და გა­ციფ­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ.

2024 წლის ივ­ნი­სი­დან, Mastercard-ის ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ექ­ტი კა­ხეთ­ში, შემ­დეგ კი მა­ღალმთი­ან აჭა­რა­ში გაგ­რძელ­დე­ბა. ამ რე­გი­ო­ნებ­ში, პრო­ექ­ტი ქალი მე­წარ­მე­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე იქ­ნე­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. პა­რა­ლე­ლუ­რად, გა­მო­ი­ცე­მა ფი­ნან­სუ­რი ტერ­მი­ნე­ბის გან­მარ­ტე­ბი­თი ლექ­სი­კო­ნი აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ და სომ­ხურ ენებ­ზე და ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა, კი­დევ უფრო ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­დე­ბა. პრო­ექ­ტი 2024 წლის ნო­ემ­ბრამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა და მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ას და­ფა­რავს.

R