"ერთხელ უზარმაზარი ჩინური კომპანია ჩვენი საზღვაო პორტით დაინტერესდა, თუმცა..." - რას ჰყვება ლიეტუვის ელჩი ექსკლუზიურ ინტერვიუში - კვირის პალიტრა

"ერთხელ უზარმაზარი ჩინური კომპანია ჩვენი საზღვაო პორტით დაინტერესდა, თუმცა..." - რას ჰყვება ლიეტუვის ელჩი ექსკლუზიურ ინტერვიუში

საქართველოს აქვს სუვერენული უფლება, აირჩიოს პარტნიორი მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტში. აქვს თუ არა ამას პოლიტიკური ელემენტები? ყველა ხელისუფლების ყოველ ნაბიჯს ყველა ქვეყანაში აქვს პოლიტიკური ელემენტი და აქვს სიგნალი, - ამის შესახებ ლიეტუვის ელჩმა საქართველოში ანდრიუს კალინდრამ „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა, რითაც ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებს გამოეხმაურა.

რაც შეეხება უშუალოდ ანაკლიის პორტს და იმას, რომ პროექტი ჩინური ინვესტიციით განხორციელდება, ელჩის თქმით, "მაინც არ იტყვის, რომ დასავლეთის ინვესტორები სხვა ქვეყნების ინვესტორებმა ჩაანაცვლეს", თუმცა აღნიშნა ისიც, რომ თავის დროზე, ლიეტუვამ მსგავს საზღვაო პროექტში ჩინეთის მონაწილეობაზე უარი თქვა.

„საქართველოს აქვს სუვერენული უფლება, აირჩიოს პარტნიორი ასეთ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტში. აქვს თუ არა ამას პოლიტიკური ელემენტები? ყველა ხელისუფლების ყოველ ნაბიჯს ყველა ქვეყანაში აქვს პოლიტიკური ელემენტი და აქვს სიგნალი და ჩვენც ასე ვეპყრობით ამ მასშტაბურ პროექტს, მაგრამ მაინც არ ვიტყვი, რომ დასავლეთის ინვესტორები სხვა ქვეყნების ინვესტორებმა ჩაანაცვლეს. ეს არის იმის შესახებ, თუ როგორ ხედავენ ქართული ინსტიტუტები და მთავრობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების მომავალს.

ევროკავშირი საქართველოსთან მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობა აქვს. განსაკუთრებით აღსანიშნავია შავ ზღვასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურული პროექტები.

რა თქმა უნდა, ევროკავშირთან შავი ზღვის დაკავშირება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ დაინტერესებული ვართ საქართველოს ინფრასტრუქტურით, რომელიც მიმართულია ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ვაჭრობისკენ. დავამატებ, რომ ერთხელ უზარმაზარმა ჩინურმა კომპანიამ ჩვენი საზღვაო პორტის კლაიპედას მიმართ ინტერესი გამოიჩინა. განხილვის შემდეგ დავასკვენით, რომ ეს პორტი მხოლოდ ევროატლანტიკური სფეროდან წარმოშობილ ქვეყნებსა და კომპანიებთან უნდა ყოფილიყო ასოცირებული", - განაცხადა ელჩმა.

ინტერვიუ სრულად იხილეთ ბმულზე.