"შალვა ნათელაშვილს, 0%-იან კლოუნს რომ დააწერინებ ბლანკზე მოსაზრებას, რომლის ტიტულატურაშიც ფანჩატურია გამოსახული და იმას ააკრავ სანქციებს, უკვე განსხვავებულ რაღაცასთან გვაქვს საქმე" - კვირის პალიტრა

"შალვა ნათელაშვილს, 0%-იან კლოუნს რომ დააწერინებ ბლანკზე მოსაზრებას, რომლის ტიტულატურაშიც ფანჩატურია გამოსახული და იმას ააკრავ სანქციებს, უკვე განსხვავებულ რაღაცასთან გვაქვს საქმე"

შალვა ნათელაშვილს, 0%-იან კლოუნს რომ დააწერინებ ბლანკზე მოსაზრებას, რომლის ტიტულატურაშიც ფანჩატურია გამოსახული და იმას ააკრავ სანქციებს, უკვე განსხვავებულ რაღაცასთან გვაქვს საქმე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა, რითაც აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენასთან და ხელისუფლებისთვის სანქციების შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, ქართველ ხალხს სანქციებს ვერ დაუწესებენ.

„შალვა ნათელაშვილს, 0%-იან კლოუნს რომ დააწერინებ და დააჯღაბნინებ ბლანკზე რაღაც მოსაზრებას, რომლის ტიტულატურაშიც ფანჩატურია გამოსახული და იმას ააკრავ ქართველი ხალხის და ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციებს, უკვე რაღაც განსხვავებულ რაღაცასთან გვაქვს საქმე. ვერ დაუწესებენ სანქციებს ქართველ ხალხს. ამოვძირკვავთ ისეთ სარეველებს, როგორებიცაა ჩხიკვაძე, საბანაძე, აი, ამ სოროსის დაფინანსებულ გოჭუნიებს, სულგაყიდულ არასამთავრობოებს,“ - განაცხადა ბექა ოდიშარიამ „ტვ პირველთან“ საუბრისას.