"გაჩერებული მეტროდან ასე გამოვიდნენ მგზავრები" - რა ვიდეო ვრცელდება სოციალურ ქსელში? - კვირის პალიტრა

"გაჩერებული მეტროდან ასე გამოვიდნენ მგზავრები" - რა ვიდეო ვრცელდება სოციალურ ქსელში?

თბილისის მეტროპოლიტენის მეორე, საბურთალოს ხაზი გარკვეული დროით შეჩერებულია. ტექნიკური ხარვეზის გამო, მეტრო მგზავრების მომსახურებას ვერ ახერხებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ განუცხადა, ხარვეზის გამოსასწორებლად ადგილზე სამუშაო ჯგუფი უკვე მივიდა.

მათივე თქმით, სატრანსპორტო მოძრაობა შეძლებისთანავე აღდგება.