"მივესალმები სახელმწიფო დეპარტამენტის ნაბიჯს სავიზო შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით - ჩემი ორპარტიული კანონპროექტი ამ შეზღუდვებს მუდმივს გახდის" - კვირის პალიტრა

"მივესალმები სახელმწიფო დეპარტამენტის ნაბიჯს სავიზო შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით - ჩემი ორპარტიული კანონპროექტი ამ შეზღუდვებს მუდმივს გახდის"

ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი ოფიციალური პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებას ეხმაურება და აცხადებს, რომ კონგრესში წარდგენილი ორპარტიული კანონპროექტი, „ქართველი ხალხის აქტი“ ამ შეზღუდვებს მუდმივს გახდის.

„მივესალმები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ნაბიჯს, სავიზო შეზღუდვები დაუწესონ მათ, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრასა და მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმაზე. ჩემი ორპარტიული კანონპროექტი ამ შეზღუდვებს მუდმივს გახდის, რაც ცხადყოფს, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის მოკლევადიანი შედეგი“, - წერს ამერიკელი სენატორი სოციალურ ქსელ X-ში.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა, რომელიც “ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს მოიცავს.