"ამ ყველაფერში რაიმე "პოზიტიური" თუ უნდა დავინახოთ, ის არის, რომ ოპოზიციას 2 დღით გაუხანგრძლივდა პოლიტიკური სიცოცხლე" - წილოსანი სანქციებზე - კვირის პალიტრა

"ამ ყველაფერში რაიმე "პოზიტიური" თუ უნდა დავინახოთ, ის არის, რომ ოპოზიციას 2 დღით გაუხანგრძლივდა პოლიტიკური სიცოცხლე" - წილოსანი სანქციებზე

უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტი ნინო წი­ლო­სა­ნი აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ ქარ­თვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი­სა და მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის სა­ვი­ზო შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა:

"სან­ქცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ერთხელ უკვე გა­მოვ­ხა­ტე ჩემი პო­ზი­ცია და აზრი ნამ­დვი­ლად არ შე­მიც­ვლია თუმ­ცა, ამ ყვე­ლა­ფერ­ში რა­ი­მე "პო­ზი­ტი­უ­რი" თუ უნდა და­ვი­ნა­ხოთ, ის არის, რომ ოპო­ზი­ცი­ას 2 დღით გა­უ­ხან­გრძლივ­და პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ცო­ცხლე, ხოლო ვის და რა­ტომ ჭირ­დე­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მიერ უარ­ყო­ფი­ლი ოპო­ზი­ცი­ის გა­ცო­ცხლე­ბა, ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი, მგო­ნი, უკ­რა­ი­ნის ომის შემ­დეგ ნა­თე­ლი გახ­და..

მე­ა­მა­ყე­ბა რომ ვემ­სა­ხუ­რე­ბი ჩემს ქვე­ყა­ნას!" - წერს წი­ლო­სა­ნი.

შე­გახ­სე­ნებთ, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა სა­ვი­ზო შე­ზღუდ­ვე­ბის პირ­ვე­ლი ტრან­ში გა­მო­ა­ცხა­და, რო­მე­ლიც “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” წევ­რებს, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს და კერ­ძო პი­რებს მო­ი­ცავს.