რას ურჩევს გია ხუხაშვილი "ქართულ ოცნებას" "აიპონებზე" და ამერიკულ მანქანებზე?! - კვირის პალიტრა

რას ურჩევს გია ხუხაშვილი "ქართულ ოცნებას" "აიპონებზე" და ამერიკულ მანქანებზე?!

ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში აშშ-ს მიერ საქართველოს ხელისუფლებისა და მათთან დაახლოებული ზოგიერთი პირის დასანქცირებას ეხმაურება.

"თუ უნდათ მათი პატრიოტიზმის დავიჯეროთ, "ქოცები"ს ადგილზე დავტოვებდი ყველა ამერიკულ სოციალურ ქსელს, გადავაგდებდი ყველა სახის ამერიკულ გაჯეტს "აიფონების" ჩათვლით, ამერიკულ მანქანებს, არ ვისარგებლებდი ინტერნეტით…ნუ, ცოტა ხანში ევროპულსაც…", - წერს გია ხუხაშვილი.