"ლექციიდან გამოვდიოდი, უკნიდან ჩარტყმა ვიგრძენი" - სტუდენტური მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ ლიდერს, 21 წლის ნიკო მანაგაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ - კვირის პალიტრა

"ლექციიდან გამოვდიოდი, უკნიდან ჩარტყმა ვიგრძენი" - სტუდენტური მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ ლიდერს, 21 წლის ნიკო მანაგაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ

სტუდენტური მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ ლიდერს, 21 წლის ნიკო მანაგაძეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1-ელი კორპუსის წინ რამდენიმე პირი ფიზიკურად გაუსწორდა.

nikoooooooooooo-1717775493.png

როგორც თავად ნიკო მანაგაძემ აღნიშნა, მას თავს რამდენიმე ადამიანი დასხა და თავის არეში გამიზნულად ურტყამდნენ.

„ლექციიდან გამოვდიოდი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოდან და ამ დროს, როცა ავტობუსის გაჩერებისკენ მოვდიოდი, უკნიდან ჩარტყმა ვიგრძენი. არც დამინახავს, რომ შევბრუნდი, ბუნებრივია, მეც შევუბრუნე ხელი. ჩანთა დაუვარდა, ის ჩანთაც ავიღე და ისე ვცდილობდი თავდაცვას. ამის შემდეგ მეორე, მესამე, კიდევ რამდენიმე პირი მოვიდა, ალყაში ვიყავი, არც მახსოვს რამდენი იყვნენ. სახეზეც არ მახსოვს ეს ხალხი, პირდაპირ თავში, გამიზნულად მირტყამდნენ“, - განაცხადა ნიკო მანაგაძემ.

ადგილზე გამოძახებულია პოლიცია.