ირაკლი კობახიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორია დატოვა - კვირის პალიტრა

ირაკლი კობახიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორია დატოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ესკორტმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორია დატოვა.

ტერიტორია, ასევე დატოვეს აქციის მონაწილეებმა და სამართალდამცავებმაც.

აქციის ორგანიზატორებმა, აქციის წევრებს მოუწოდეს, რომ ტერიტორია ერთად დაეტოვებინათ, ვინაიდან შესაძლო ინციდენტები თავიდან აეცილებინათ.

შეგახსენებთ, რომ თსუ-ს მე-2 კორპუსთან, აქციის ჩასატარებლად მისულ პრემიერ-მინისტრს სტუდენტები საპროტესტო აქციით დახვდნენ. ისინი საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებულ კანონს აპროტესტებენ.