მდიდარი მემკვიდრეობა, ამერიკაში დაბადებული შვილები და მეუღლის სკანდალით დასრულებული პოლიტიკური კარიერა - რა ქონებას ფლობს თინა ბოკუჩავას ოჯახი? - კვირის პალიტრა

მდიდარი მემკვიდრეობა, ამერიკაში დაბადებული შვილები და მეუღლის სკანდალით დასრულებული პოლიტიკური კარიერა - რა ქონებას ფლობს თინა ბოკუჩავას ოჯახი?

დღეს დი­ლას, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რის პოს­ტი ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა და­ტო­ვა. პო­ლი­ტი­კო­სი პარ­ტი­ის ერთ-ერ­თმა სა­ხემ თინა ბო­კუ­ჩა­ვამ შეც­ვა­ლა.

რო­გორც ბრი­ფინგზე ხა­ბე­იშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, პოს­ტის და­ტო­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო მი­ი­ღო.

"ჩემ­თვის, ცხა­დია, მძი­მეა, თუმ­ცა ექი­მე­ბის მკაც­რი რე­კო­მენ­და­ცი­ით, ჩემ­თვის, 2-3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად აკ­რძა­ლუ­ლია რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ვერ მივ­ცემ თავს უფ­ლე­ბას, რომ 2-3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, როცა არ­ჩევ­ნე­ბამ­დე სულ რა­ღაც 4 თვეა დარ­ჩე­ნი­ლი, პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე არ იყოს ფუნ­ქცი­უ­რი, არ იყოს ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში ჩარ­თუ­ლი, არ იყოს 24-სა­ა­თი­ან სა­მუ­შაო რე­ჟიმ­ში...“

თინა ბო­კუ­ჩა­ვას ახალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე პარ­ტი­ის ყრი­ლო­ბა­ზე და­ამ­ტკი­ცე­ბენ. რო­გორც ხა­ბე­იშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და ყრი­ლო­ბას რამ­დე­ნი­მე დღე­ში მო­იწ­ვევს.

სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე ბო­კუ­ჩა­ვამ ხა­ბე­იშ­ვილს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

"დღეს წყდე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ბედი, დღეს წყდე­ბა ის, თუ სად იცხოვ­რე­ბენ ჩვე­ნი შვი­ლე­ბი, იცხოვ­რე­ბენ რუ­სე­თის უკა­ნა ეზო­ში თუ იცხოვ­რე­ბენ ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამ არ­ჩე­ვან­ში, ღრმად მწამს, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი უნდა დავ­ტო­ვოთ მარ­ტო და ყვე­ლა სხვა პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა თუ ერ­თე­უ­ლი პო­ლი­ტი­კო­სი, ვინც სა­ქარ­თვე­ლოს გა­რუ­სე­ბას არ ეგუ­ე­ბა, უნდა გა­ერ­თი­ან­დეს გა­მარ­ჯვე­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის და ჩვე­ნი ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და ბო­კუ­ჩა­ვამ.

პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტი თი­ნა­თინ ბო­კუ­ჩა­ვამ გა­ნათ­ლე­ბა უცხო­ეთ­ში მი­ი­ღო - 2009 წელს და­ამ­თავ­რა ფლე­თჩე­რის დიპ­ლო­მა­ტი­ი­სა და სა­მარ­თლის სკო­ლა, დიპ­ლო­მა­ტი­ი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის სპე­ცი­ა­ლო­ბით. შემ­დეგ სწავ­ლობ­და შტა­ტებ­ში სმი­ტის კო­ლე­ჯში, პო­ლი­ტი­კუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბის სპე­ცი­ა­ლო­ბით.

სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ 2011 წელს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის პოს­ტი და­ი­კა­ვა. 2012 წლამ­დე კი მუ­შა­ობ­და სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის გე­ნე­რა­ლუ­რი აუ­დი­ტო­რის მო­ად­გი­ლედ.

პო­ლი­ტი­კო­სის სა­პარ­ლა­მენ­ტო კა­რი­ე­რა 2012 წლი­დან იწყე­ბა, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს მერ­ვე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი გახ­და, პარ­ტი­უ­ლი სიით, სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კი: "ერ­თი­ა­ნი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" - "მეტი სარ­გე­ბე­ლი ხალ­ხს“.

ბო­კუ­ჩა­ვა მას შემ­დეგ მუდ­მი­ვად იყო "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ სა­პარ­ლა­მენ­ტო სი­ა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი, უკვე მე-3 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტია, რაც ის დე­პუ­ტა­ტის სა­ვარ­ძელს იკა­ვებს.

kote-ioseliani-tina-bokuchava-main-750x375-51070-1717846044.jpg

დე­პუ­ტატ­მა ბო­ლოს ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია 2023 წლის ზა­ფხულ­ში შე­ავ­სო. ჰყავს მე­უღ­ლე კონ­სტან­ტი­ნე იო­სე­ლი­ა­ნი და სამი ვაჟი, ნიკო, სან­დრო და ლუკა, ტყუ­პი ძმა ამე­რი­კა­ში, ბოს­ტონ­ში და­ი­ბა­და.

ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ კოტე იო­სე­ლი­ა­ნი 2007 წლი­დან სო­ფელ ნა­სა­გურ­ში 1500 კვ.მ ნაკ­ვეთს მფლობს, რაც მემ­კვიდ­რე­ო­ბით გა­და­ე­ცა ოჯა­ხის­გან. 2020 წლი­დან მის სა­ხელ­ზეა 23.19 კვ.მ. არა­სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, რო­მე­ლიც ასე­ვე მემ­კვიდ­რე­ო­ბით ხვდა წი­ლად. იო­სე­ლი­ანს ასე­ვე მემ­კვიდ­რე­ო­ბით გა­და­ე­ცა 178.400 კვ.მ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი ქო­ბუ­ლეთ­ში, რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე და 53.5 კვ.მ. არა­სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი თბი­ლის­ში, ბარ­ნო­ვის ქუ­ჩა­ზე. კონ­სტან­ტი­ნე იო­სე­ლი­ა­ნის სა­მემ­კვიდ­რეო სიას ას­რუ­ლებს 192 კვ.მ. სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბინა და ნაკ­ვე­თი თბი­ლის­ში ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე და 52.6 კვ.მ ნაკ­ვე­თი ბი­ნის სი­ახ­ლო­ვეს, რომ­ლის მფლო­ბე­ლიც მე­უღ­ლეს­თან ერ­თად არის. იო­სე­ლი­ანს მემ­კვიდ­რე­ო­ბით ყვე­ლა ეს ფარ­თი 2020 წელს გა­და­ე­ცა. გააგრძელეთ კითხვა