ვინ არის პედაგოგი, რომლის სახალისო ვიდეო ინტერნეტჰიტად იქცა - "მთელი ბანკეტი ხელით დაატარებდნენ ბავშვები..." - კვირის პალიტრა

ვინ არის პედაგოგი, რომლის სახალისო ვიდეო ინტერნეტჰიტად იქცა - "მთელი ბანკეტი ხელით დაატარებდნენ ბავშვები..."

ბანკეტების სეზონია და ინტერნეტსივრცეში ძალიან პოპულარული გახდა ვიდეო, როგორ ისვრიან მოსწავლეები ცაში საყვარელ პედაგოგს. დავინტერესდით, ვინ არის ეს პედაგოგი, რომლის მიმართაც, როგორც გავარკვიეთ, ბავშვები განსაკუთრებულ სიყვარულს იჩენენ ყოველთვის და როგორც ერთ-ერთმა მშობელმა გვითხრა, მთელი ბანკეტის განმავლობაში ლამის სულ ხელით დაატარებდნენ.

ეს ქალბატონი 139-ე საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ლია ჯანიაშვილია, რომლის სადამრიგებლო კლასმაც წელს დაამთავრა სკოლა. ქალბატონი ლია გვიამბობს:

5e2a71d1-368f-4119-a837-685ddbe5c9f6-1717740817-1717849853.jpg

- ამ საოცარ ბავშვებთან ერთად გავატარე ულამაზესი რვა წელი. ჩვენი ურთიერთობა საკლასო ოთახში დაიწყო, მაგრამ ძალიან მალე მის საზღვრებს გასცდა. მე მათი უფროსი მეგობარი და მესაიდუმლე გავხდი, ისინი კი - ჩემი. ერთად ვგეგმავდით სასკოლო თუ კლასგარეშე აქტივობებს, ვითვალისწინებდი მათ რჩევებს, უნარებს. ნელ-ნელა ვიქეცით ერთ დიდ ოჯახად, რომელსაც სკოლის დამთავრებაც ვერ დაშლის. წარმატებას ვუსურვებ მათ და მაბედნიერებს თუთოეული მათგანი. იხილეთ ფოტოები და ვიდეო