"არ დაგვინდო, გაგვინადგურა ყველაფერი...." - ძლიერი სეტყვა თერჯოლასა და ბაღდათის სოფლებში: განადგურებულია ხეხილი, ვენახები, დატბორილია ეზოები
სეტყვამ ბაღდათის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში პრობლემები შექმნა.
ძლიერმა სეტყვამ ობჩაში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ხეხილი და ვენახები გაანადგურა. დატბორილია რამდენიმე სახლის ეზო.
ადგილობრივების ინფორმაციით, სეტყვა რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.
სეტყვა იყო თერჯოლაშიც. როგორც სოციალურ ქსელში წერენ, სტიქიამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები იქაც გაანადგურა.
"არ დაგვინდო გაგვინადგურა ყველაფერი." - წერს თერჯოლის მკვიდრი ლია ექსეულიძე "ფეისბუქში" და შესაბამის ფოტოს აქვეყნებს.