"არ დაგვინდო, გაგვინადგურა ყველაფერი...." - ძლიერი სეტყვა თერჯოლასა და ბაღდათის სოფლებში: განადგურებულია ხეხილი, ვენახები, დატბორილია ეზოები - კვირის პალიტრა

"არ დაგვინდო, გაგვინადგურა ყველაფერი...." - ძლიერი სეტყვა თერჯოლასა და ბაღდათის სოფლებში: განადგურებულია ხეხილი, ვენახები, დატბორილია ეზოები

სე­ტყვამ ბაღ­და­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ორ სო­ფელ­ში პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნა.

ძლი­ერ­მა სე­ტყვამ ობ­ჩა­ში სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო სა­ვარ­გუ­ლე­ბი, ხე­ხი­ლი და ვე­ნა­ხე­ბი გა­ა­ნად­გუ­რა. დატ­ბო­რი­ლია რამ­დე­ნი­მე სახ­ლის ეზო.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სე­ტყვა რამ­დე­ნი­მე წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და.

სე­ტყვა იყო თერ­ჯო­ლა­შიც. რო­გორც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წე­რენ, სტი­ქი­ამ სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო სა­ვარ­გუ­ლე­ბი იქაც გა­ა­ნად­გუ­რა.

"არ დაგ­ვინ­დო გაგ­ვი­ნად­გუ­რა ყვე­ლა­ფე­რი." - წერს თერ­ჯო­ლის მკვიდ­რი ლია ექ­სე­უ­ლი­ძე "ფე­ის­ბუქ­ში" და შე­სა­ბა­მის ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს.